ჩვენი 10 წლის შეჯამება
ოლიმპიადის საიუბილეო სეზონზე დასარეგისტრირებლად: დააწკაპუნე აქ
🥳 წელს კინგსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, ვინაიდან 10 წელი შეგვისრულდა.
გვსურს, თქვენთან ერთად გადავხედოთ იმ გზას, რაც გამოვიარეთ რათა უკეთ გაჩვენოთ რა შევცვალეთ ჩვენ და თქვენ ერთად ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. 👇
📍 2012 წელი
საქართველოში არ არსებობს მასშტაბური კერძო ოლიმპიადა. ამ დროს სასკოლო ოლიმპიადები აღიქმება, ღონისძიებად, რომელშიც მხოლოდ გამორჩეული აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები მონაწილეობენ (ეს რიცხვი ძალიან პატარაა - ასეული) და მსგავსი ოლიმპიადა სახელმწიფოს მიერ წელიწადში მხოლოდ ერთჯერადად ტარდება.
90-იანებში გაზრდილი სტუდენტი მეგობრები იღებენ გადაწყვეტილებას, შექმნან კომპანია, რომელიც დღის სინათლეზე გამოიყვანს მეტ მოსწავლეს და აჩვენებს საზოგადოებას, რომ წარმატება პროცესია და არა ერთეულების ხვედრი. რომ დროა, განათლებით ვებრძოლოთ გასულ, „ბნელ“ ათწლეულებს.
🦁 იქმნება „კინგსი“, რომლის მთავარი მისიაა, ოლიმპიადა გარდაქმნას მასობრივ „პროდუქტად“ და სკოლის ადრეული წლებიდანვე აჩვენოს მოსწავლეებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სწავლა-განათლება და, რაც ყველაზე კრიტიკულია, გააცნოს და ერთ მუშტად შეკრას ისინი, ვინც განვითარების გზას დაადგა. იქმნება სლოგანი: „წარმატება გვაერთიანებს“.
„კინგსი“ იწყებს მოღვაწეობას 5 დიდ ქალაქში - თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, რუსთავი და პირველ საოლიმპიადე წელს 7000 მონაწილით ხურავს.
🔎 ეს დიდი სტიმულია გუნდისათვის, გააფართოვოს ტესტების შემდენი და გამსწორებელი კომისია და დანერგოს ოლიმპიადის პასუხების შემოწმების სრულიად გამჭვირვალე და საქართველოსათვის ინოვაციური მეთოდები, რადგან გუნდმა დაინახა, რომ ქვეყანაში არის მრავალი მოსწავლე და მათი მშობელი, ვისთვისაც პროგრესი ფასობს ამას კი ხელშეწყობა სჭირდება.
🎓 იქმნება სერტიფიკატებისა და დიპლომების საფეხუროვანი სისტემა, რათა თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს საშუალება, აკონტროლოს საკუთარი აკადემიური ზრდა სეზონიდან სეზონამდე.
ოლიმპიადა 3 ძირითად საგანში - ქართულ ენაში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში ტარდება II-XII კლასელ მოსწავლეთათვის.
ამ მოსწავლეთა ერთ დიდ, საოლიმპიადე, სივრცეში თავმოყრა ხელს უწყობს მათ სოციალიზაციასა და ჩვენებას, რომ ისინი ბევრნი არიან.
📍 2013-2014 წელი
ოლიმპიადის საიუბილეო სეზონზე დასარეგისტრირებლად: დააწკაპუნე აქ
მალევე ჩნდება ტერმინი „კინგსელი“ და ამით ყველაფერი ნათქვამია - ქართველ მოსწავლეებს უკვე ერთი დიდი იდეა აერთიანებთ, იდეა, იყვნენ წარმატებულნი.
განათლება, რომ სიძლიერეა, ამას უკვე ჩვენი ლომის მასკოტიც უსვამს ხაზს, რომელიც ბავშვების ერთგული მეგობარი და დამხმარე ხდება წარმატების გზაზე.
👉👉 ყველაზე მნიშვნელოვანი და კულმინაციური ნაწილი კი, რის არსებობითაც გუნდი ყველაზე მეტად ამაყობს, „კინგსის რჩეულთა ბანაკებია“, 4-5 დღიანი ტური საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში - სასტუმროებში, წინასწარ დაგეგმილი აქტივობებითა და მზრუნველი ლიდერებით, რომლის მთავარი მიზანიცაა 50 და მეტ წარმატებულ კინგსელს ერთმანეთი გააცნოს, ასწავლოს ურთიერთობა საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელთან და შესძინოს მეგობრები, რომლებთან ურთიერთობაც წლობით გრძლედება. დამიჯერეთ, სტატიის ავტორი თავად გახლავართ ამ დიდი სამეგობროს ნაწილი და ეს სამეგობრო წრე მრავალი მიმართულებით მაქცევს უკეთეს პიროვნებად.
📍 2015 წელი
ოლიმპიადა მოიცავს საქართველოს 40 000 -მდე მოსწავლეს და 30 ქალაქს, იწყება მსჯელობა, იმის შესახებ, რომ კომპანია უნდა გააქტიურდეს საერთაშორისო პროექტებში და კინგსი იწყებს შესვლას ლიეტუვაში.
ოლიმპიადის საიუბილეო სეზონზე დასარეგისტრირებლად: დააწკაპუნე აქ
👉👉 საერთაშორისო ოლიმპიადის ფარგლებში ქართველ კინგსელებს აქვთ საშუალება, იმოგზაურონ ლიეტუვაში, შეეჯიბრონ ლიეტუველ მოსწავლეებს და შეიძინონ მეგობრები საქართველოს ფარგლებს გარეთ.
აღნიშვნას საჭიროებს, სოციალური პროექტებიც, რომლითაც ვთვლით, რომ ჩვენი, მცირედი წვლილი მაინც შევიტანეთ სხვათა ცხოვრების გაუმჯობესებაში. დღეს სოც. დაუცველი მოსწავლეები კინგსის ოლიმპიადებზე უფასოდ იღებენ მონაწილეობას.
🎯 ასევე, ამ წელს იბეჭდება ოლიმპიადა ბრაილის შრიფტით, სპეციალურ საჭიროებათა მქონე მოსწავლეთათვის. ამ ოლიმპიადაზე დამკვირვებლად ყოფნა უდიდეს სტიმულს გაძლევს, დააფასო შენს ხელთ არსებული რესურსები და აკეთო საკუთარი საქმე ხარისხიანად, ვინაიდან ხედავ ბავშვებს, რომლებიც გაფაციცებით ელოდებიან შენ მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას, ღიმილით გპასუხობენ და ყველაფრის მიუხედავად სჯერათ, რომ თუ მოიწადინებენ წარმატებას მიაღწევენ და აღწევენ კიდეც.
📍 2016 და შემდგომ წლებში
ოლიმპიადის საიუბილეო სეზონზე დასარეგისტრირებლად: დააწკაპუნე აქ
ოლიმპიადა მოიცავს მთელ საქართველოს იმგვარად, რომ ყოველი მე-4 მოსწავლე უკვე კინგსელია. საოლიმპიადე პროცესს ემატება 3 ახალი საგანი: ინტელექტი, ბუნება და ისტორია.
კინგსის საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული ონლაინ-საგანმანათლებლო პლატფორმის პროექტი "სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებულია! ქართველი პროფესიონალების შექმნილმა ონლაინ პროგრამამ, EduRoad-მა, ინოვაციური ტექნოლოგიების სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
იქმნება კინგსის აკადემია, რომელიც თავს უყრის როგორც ფიზიკურ, ასევე ონლიან სივრცეში სკოლის გარდა განათლების სახალისოდ მიღებით დაინტერესებულ ადამიანებს.
💰 კინგსი იწყებს თანამშომლობას ეროვნულ ბანკთან, რათა ქართველ მოსწავლეებს მისცეს საშუალება, მიიღონ ფინანსური განათლება. ცოდნა, რომელიც არსებითია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში.
🥇 იქმნება კინგსელთა ლიგა - პროექტი მრავალგზის გამარჯვებულთათვის, რომელშიც მთავალი ჯილდო უკვე მედალი ხდება და რეგიონული ჩემპიონატი, რომელზეც საქართველოს მხარეები ეჯიბრებიან იმ ერთადერთში, რაში შეჯიბრიც ყველაზე სასარგებლოა - განათლებაში.
📍 2020 წლიდან
ოლიმპიადის საიუბილეო სეზონზე დასარეგისტრირებლად: დააწკაპუნე აქ
კინგსი უდიდესი გამოწვევების წინაშე დგება, რომელსაც კინგსელებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან და პარტნიორებთან ერთად დიდწილად ვუმკლავდებით და, სწორედ აქ ვხვდებით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ის ურთიერთობა, რაც ამ 10 წლის მანძილზე ავაწყეთ ერთმანეთთან - ნდობა და მოტივაცია, რომ გავუმკლავდეთ დაბრკოლებებს.
იქმნება პირველი სრულიად უფასო COVID-ცნობადობის ტესტები, რომლის საშუალებითაც მოსწავლე იღებს განათლებას, როგორ მოუფრთხილდეს საკუთარ თავს და მის გარშემომყოფთ, რათა პანდემიის გავრცელებას შეუშალოს ხელი.
0-დან ვაწყობთ ონლაინ საოლიმპიადე გარემოს პასუხების შემოწმების ავტომატური სისტემით, საკმაოდ მოკლე დროში.
პარტნიორი კომპანიები აწესებენ ფულად სტიპენდიებს - “კინგსელის პირველ ხელფასს” , რომლითაც 120-ზე მეტმა პირველადგილოსანმა ისარგებლა 2022 წლის მონაცემით.
შედეგად, „კინგსი“ ერთადერთია, რომელიც ახერხებს ოლიმპიადა სრულიად ონლიანზე გადაიტანოს, და პანდემიის მიუხედავად, განაგრძოს მოსწავლეთა ზრდაზე ზრუნვა. რაშიც თითოეული ზემოთ ხსენებული აქტორის წვლილი შეუფასებელია.
ბოლოს, შეუძლებელია, ერთ სტატიაში მოუყარო თავი ყველაფერ იმას, რაც ამ 10 წლის განმავლობაში თქვენთან - მოსწავლეებთან, აწ უკვე სტუდენტებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან, პარტნიორებთან და საკუთარ თანამშრომლებთან ერთად გამოვიარეთ. უბრალოდ გეტყვით, მადლობა, რომ „კინგსი“ ჩვენთან ერთად შექმენით და უდიდესი სიხარულითა და სიამაყით გიწვევთ ჩვენს საიუბილეო, მე-10 სეზონზე:
ოლიმპიადის საიუბილეო სეზონზე დასარეგისტრირებლად: დააწკაპუნე აქ
წლევანდელი საიუბილეო სეზონის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკის sCool Card-ია. მისი სახელით ოლიმპიადაზე რეგისტრირებულ მოსწავლეებს 10 დღიანი ლუპის პრემიუმ ვერსია გადაეცემათ. ასევე, თითოეულ sCool Card-ის მფლობელს ოლიმპიადის მე-2 ტურისათვის სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება.
📍 წლევანდელ პრიზებს რაც შეეხება
წლევანდელი ძირითადი პრიზები (3 ძირითად საგანში: მათემატიკა, ქართული ენა, ინგლისური ენა) შემდეგია:
✅ I ადგილოსანს:
👉 II-IV კლასები: კინგსელის პირველი ხელფასი (ფულადი ჯილდო, თვეში 100 ლარის ოდენობით 6 თვის მანძილზე);
👉 V-XII კლასები: კინგსის შემეცნებით-გასართობი ტური/ბანაკი;
✅ II ადგილოსანს:
👉 II-XII კლასები: კინგსის აკადემიის სრული მოდული 100%-იანი დაფინანსებით;
✅ III ადგილოსანს:
👉 II-IX კლასები: 6 თვიანი ლუპი, X კლასი: ოლიმპიადა უფასოდ 1 სეზონი, XI-XII საკლასო კატეგორია: 100%-იანი სასწავლო ვაუჩერი კინგსის აკადემიაში/ტრენინგ პლატფორმაზე;
ოლიმპიადის საიუბილეო სეზონზე დასარეგისტრირებლად: დააწკაპუნე აქ