ლიგა დაიწყო

ელოდები? ჩვენ გელოდებით 

რა არის კინგსის ლიგა? 🤔  👉 დააწკაპუნე აქ

😲 საგაზაფხულო სეზონზე მთავარი და ძალიან სასახიარულო სიახლე არის ის, ლიგა 5 დიდ ქალაქში ჩატარდება ფიზიკურ/სააუდიტორიო სივრცეში. ეს ქალაქებია:

   🟨 თბილისი


   🟨 ქუთაისი


   🟨 ბათუმი


   🟨 რუსთავი


   🟨 ზუგდიდი


ეს არის გამოწვევა, სადაც ეჯიბრები მხოლოდ საკუთარ თავსა და ცოდნას და შესაბამისი ქულების აღების შემთხვევაში, შესაბამისი მედალი გარანტირებული გაქვს:

🥇 ოქროს მედალი (91-100 ქულა)

🥈 ვერცხლის მედალი (81-90 ქულა)

🥉 ბრინჯაოს მედალი (71-80 ქულა) 

კინგსის ლიგა ტარდება ერთტურიანი ოლიმპიადის სახით მე-2 კლასიდან მე-9 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის, სამ ძირითად საგანში:

🔷 ქართული ენა

🔷ინგლისური ენა

🔷 მათემატიკა

კინგსის ლიგაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, უკვე გქონდეს მნიშვნელოვანი მიღწევა 🙌 ამიტომ

🔷 კინგსის გუნდმა სპეციალურად ლიგისთვის დააკომპლექტა კომისია, რომელიც დაახლოებით 30 000 მოსწავლიდან შეარჩევს და მოიწვევს 1500 ყველაზე წარმატებულ, დაინტერესებულ კინგსელს. ამიტომ, შენ უნდა გაგვაცნო შენი თავი უფრო ახლოს, უნდა მოგვიყვე შენი წარმატებების შესახებ, ნებისმიერ სასწავლო სფეროში, იქნება ეს:

  • კინგსის ოლიმპიადებში მიღებული დიპლომები

  • მაღალი აკადემიური მოსწრება სკოლაში თუ

  • სხვა რომელიმე თქვენი წარამტების დამადასტურებელი არასასკოლო აქტივობა

უნდა შეავსო კინგსის ლიგის ფორმა, რომ ბევრ აპლიკანტს შორის შეგარჩიოთ   👉 დააწკაპუნე აქ