იმერეთში ინტელექტის ოლიმპიადა იწყება!

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) დაფინანსებით იმერეთის რეგიონში  იწყება ინტელექტის პირველი მასშტაბური ოლიმპიადა.

ოლიმპიადაზე რეგისტრაცია მონაწილეებისათვის არის უფასო!

EEU არის გამორჩეული დაწესებულება საქართველოში, რომელმაც მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და წარმატებით შექმნა საუკეთესო სტუდენტური გარემო. უნივერსიტეტის დაარსების დღიდან მისი მთავარი  მიზანია, ნიჭიერი მოსწავლეების მხარდაჭერა და მათი წახალისება. 

სწორედ ამ მოტივით, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აფინანსებს და კინგსთან პარტნიორობით ახორციელებს ინტელექტის მასშტაბურ ოლიმპიადას იმერეთის რეგიონში.

ინტელექტის ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს!

ინტელექტუალური ოლიმპიადის I ტური იმერეთის რეგიონში  29 მაისს ჩატარდება.


ოლიმპიადის პრიზები შემდეგია:

🔻 I ადგილი:
EEU-ს სახელობის ფულადი სტიპენდია მოსწავლეებისთვის - 600 ლარი;
EEU-ში სწავლის დაფინანსება 1 სემესტრის განმავლობაში;
საზაფხულო ბანაკი;
🔻 II ადგილი:
EEU-ს სახელობის ფულადი სტიპენდია მოსწავლეებისთვის - 500 ლარი;
სასწავლო ვაუჩერი EEU-ში - 800 ლარი;
საზაფხულო ბანაკი;

🔻 III ადგილი:
EEU-ს სახელობის ფულადი სტიპენდია მოსწავლეებისთვის - 400 ლარი;
სასწავლო ვაუჩერი EEU-ში - 600 ლარი;
საზაფხულო ბანაკი;


👉 თუ თქვენ უკვე გაქვთ პროფილი კინგსის საიტზე, მაშინ ინტელექტის 

ოლიმპიადაზე  მონაწილეობის მისაღებად დააჭირეთ ბმულს: www.kings.ge/student, საიტზე გადასვლისას დაგხვდებათ ოლიმპიადაზე დასარეგისტრირებელი ღილაკი ,,რეგისტრაცია" და მიჰყვებით ინსტრუქციას.


👉თუ თქვენ ჯერაც არ გაქვთ პროფილი კინგსის საიტზე და ინტელექტის ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღება გსურთ, მაშინ ჯერ უნდა დარეგისტრირდეთ კინგსის ვებ.გვერდზე, დააჭირეთ ამ ბმულს: www.kings.ge/student/register და მიჰყევით ინსტრუქციას.


ოლიმპიადა ჩატარდება 7 ქალაქში:

🔻 ქუთაისი (N41 ფიზიკა-მათემატიკურ სკოლა, რუსთაველის ქ. N 127)

🔻 ვანი (ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მოციქულთასწორის ნინო ქართველთგანმანათლებლის სახელობის ვანის მართლმადიდებლური გიმნაზია, სანაპიროს ქ. N 25)

🔻 სამტრედია (N3 საჯარო სკოლა, რესპუბლიკის ქ. N29)

🔻 ხონი (სსიპ მოსე ხონელის სახელობის ქალაქ ხონის N 1 საჯარო სკოლა, კაკაბაძის ქ. N 2)

🔻 ზესტაფონი (N 4 საჯარო სკოლა, მელქაძის ქ. N 2)

🔻 ჭიათურა (N1 საჯარო სკოლა, ნინოშვილის ქ. N 50)

🔻 ტყიბული (N 2 საჯარო სკოლა, ნინოშვილის ქუჩა N 2;)


ინტელექტის ოლიმპიადა შეამოწმებს ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა: ლოგიკა, ანალოგიები, სივრცითი და რაოდენობითი აზროვნება, საკმარისობები და ა.შ 

ეს ის უნარებია, რომელებიც ყველა აბიტურინტს დასჭირდება  მომავალი პროფესიული განვითარებისთვის.  


ოლიმპიადის მთავარი მიზანია, აბიტურიენტებს დაეხმაროს საკუთარი ინტელექტუალური უნარ-ჩვევების გაზომვაში და იმერეთის მასშტაბით წარმატებული მოსწავლეები წაახალისოს სხვადასხვა პრიზებით.

ინტელექტის ოლიმპიადის რეიტინგის სანახავად დააჭირეთ აქ