საჩუქარი მასწავლებელს

ძვირფასო მასწავლებლებო, ჩვენი მრავალწლიანი ერთგული მეგობრობისა და თანამშრომლობის, თქვენი შრომისა და მოტივაციის დასაფასებლად, კინგსის გუნდმა გადაწყვიტა, პირველად ოლიმპიადების ისტორიაში, დაამატოს დამსახურებული საჩუქარი- მასწავლებლების ბანაკის საგზური: სამ მთავარ საგანში: 🔹მათემატიკაში 🔹ინგლისურ ენასა და 🔹ქართულ ენაში I ადგილზე გასული მოსწავლეების მასწავლებლები გაემგზავრებით მასწავლებელთა ბანაკში, სადაც თქვენთვის მოწყობილი საოცარი გარემო, მრავალფეროვანი, შემეცნებითი და გუნდური აქტივობები ხელს შეუწყობს მასწავლებელთა დაახლოებას, გამოცდილებების გაზიარებას და ერთად საქართველოში განათლების დონის ამაღლებას. როგორც უკვე იცით, კინგსის ოლიმპიადები 2022 წლის შემოდგომის სეზონზე სრული მასშტაბით, 18 ქალაქში, ფიზიკურ სივრცეში დაბრუნდა! 🔷 შეგახსენებთ, ასევე, რომ კინგსის ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI-XII კლასების მოსწავლეებს. ჩვენ თქვენი აქტიური ჩართულობით, ისევ ველოდებით თქვენს არაჩვეულებრივ მოსწავლეებს, იგივე შემართებითა და ცოდნის მიღების სურვილით, რომ რაც შეიძლება ბევრმა მათგანმა გამოსცადოს თავისი ძალა, გაიმარჯვოს და მათ წარმატებასთან ერთად თქვენც მოიპოვოთ საოცარი საჩუქარი. ✅ მოსწავლეების რეგისტრაცია პირველ უფასო ტურზე უკვე მიმდინარეობს ჩვენს საიტზე: www.kings.ge თქვენ ნამდვილად იმსახურებთ ამ საუკეთესო საჩუქარს. გელოდებით, კინგსის შემოდგომის სეზონზე, ფიზიკურ სივრცეში.