პრიზები - 2022 შემოდგომა

📣 16 ოქტომბერს კინგსის ინგლისური ენის ოლიმპიადა ფიზიკურ სივრცეში ჩატარდება!


ამ დაბრუნებას გრანდიოზულად აღნიშვნა სჭირდება, ამიტომ ვაწესებთ უპრეცენდენტო საპრიზო ფონდს!  დარეგისტრირდი უფასო ტურზე ახლავე: დარეგისტრირდი


ქართული ენის, ინგლისური ენისა და მათემატიკის I ადგილზე გასული მოსწავლეების პრიზებია (თითოეულ საგანში ცალ-ცალკე, საკმაირისია ერთი საგნის მოგებაც):

II კლასი: ლეგო მაინკრაფტი
III კლასი: 3D კალამი და ფაზლი

IV-V კლასები: დრონი

VI-VII  კლასები: მარშალის ყურსასმენები

VIII კლასი: VR სათვალე

IX-XII კლასები: სამაგიდე თამაშების ნაკრები


ხოლო სეზონის გამარჯვებული მოსწავლე, ვინც სამივე საგანში ყველა სხვა მონაწილესთან შედარებით უმაღლეს შეფასებას აიღებს, 😱 iPhone 13-ით დასაჩუქრდება. 


🥳 ყველა კლასის სამივე საგნის გამარჯვებულ სამეულს (სულ 90 მოსწავლეს) გადაეცემა შემეცნებით-გასართობი ტურის საგზური.


აღსანიშნავია, რომ ამ სეზონზე პირველად რჩეულ 30 პედაგოგს, ასევე, გადაეცემა მასწავლებლების ბანაკის საგზური.


✊ ინტელექტის ოლიმპიადის I ადგილოსან მოსწავლეებს გადაეცემათ კინგსის აკადემიის ერთი მოდული საჩუქრად. 


💜 II-IX კლასების ოთხი საგნის გამარჯვებულ ხუთეულს გადაეცემა ლუპის 6 თვიანი პრემიუმ პაკეტი. 


იჩქარე! 9 ოქტომბერს ინგლისური ენის ოლიმპიადაა. დარეგისტრირდი უფასო ტურზე ახლავე:
დარეგისტრირდი