რეგიონული ჩემპიონატის თასების გაცემის თაობაზე

ძვირფასო რეგიონული ჩემპიონატის მონაწილეებო. 


გაცნობებთ, რომ თქვენი თასები ნოემბრის ბოლოს ქალაქის რესურსცენტრებში გამოიგზავნება, სადაც ჩვენი წარმომადგენელი დაგხვდებათ. 

შეგახსენებთ, რომ თასები სახელობითია და გამარჯვებული გუნდების სახელზეა დამზადებული.

გიწვევთ თქვენ და თქვენს გუნდს თქვენი სახელობის თასით ერთობლივი ფოტოს გადასაღებად, რომელიც კინგსის სპეციალურად შექმნილ ფეისბუქ ალბომში განთავსდება. 

დეტალური განრიგი და ლოკაცია ყველა ქალაქის წარმომადგენელი გუნდისათვის ამ სტატიაში ნოემბრის მე-2 ნახევარში გამოქვეყნდება. 

თასი საპატიოდ გადაეცემა ადგილოვრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელს და დაცული იქნება რესურსცენტრის შენობაში. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას და გისურვებთ წარმატებას!