კინგსის ბანაკი 2023

შეიძლება ითქვას, კინგსის ბანაკი ყველაზე საყვარელი, ყველაზე თბილი, ყველაზე მეგობრული პროექტია. სიხარულის და თავგადასავლების ზეიმი 🤩💫


დიახაც, 11 იანვრიდან კინგსის რჩეულთა ბანაკი გეპატიჟებათ საუკეთესო ზამთრის არდადეგების გასატარებლად  🤗🥳 შეავსეთ ანკეტა



აღსანიშნავია, რომ წელს კინგსის ბანაკი საქართველოს 90 გამარჯვებულ მოსწავლეს უმასპინძლებს. ამ ადამიანთა გვერდით დროის გატარება ჩვენი გუნდისათვის ძალიან საამაყო და სტიმულის მომცემია. ამას გარდა, ბანაკის საგზურებზე სპეციალური შეთავაზებით ყველა კინგსელს შეუძლია სარგებლობა. 


რჩეულთა ბანაკის ძირითადი მიზნები:

 

❄  გააცნოს მოსწავლეს სხვა წარმატებული მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და შესძინოს წარმატებული მეგობრები;

❄  მისცეს დამღლელი სემესტრის შემდეგ მხიარულად და ინტელექტუალურად განტვირთვის შესაძლებლობა; 

განუვითაროს მოსწავლეს, როგორც ლიდერული, ასევე გუნდთან ერთად მუშაობის უნარ-ჩვევები;

❄ გახადოს უფრო თავდაჯერებული, პრეზენტაბელური და დამოუკიდებელი;

 

შეავსეთ ანკეტა


რჩეულთა ბანაკის ლოკაცია: ბაკურიანი, სასტუმრო ბაკურიანი რეზორტსი


პროგრამის ფარგლებში ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ჯგუფურ აქტივობაში, სადაც ისწავლიან გუნდში მუშაობას, სხვა ბავშვებთან კომუნიკაციას და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის გზებს.


უსაფრთხოება:

ტრანსპორტირება - ვთანამშრომლობთ კერძო კომპანიასთან იურიდიულად დამოწმებული ხელშეკრულებით, რომელსაც თან ახლავს ტრანსპორტის ტექ. დათვალიერების დოკუმენტი. 

 

უსაფრთხოება ლოკაციაზე - პროგრამის მსვლელობისას პროექტს ჰყავს ცალკე გამოყოფილი პირი, რომელიც ზრუნავს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. ამას გარდა, თითოეულ მოსწავლეს ჰყავს კინგსის გუნდის თანამშრომელი ლიდერი, რომელიც დღის განმავლობაში არის მოსწავლის გვერდით და პასუხისმგებელია მშობელთან კომუნიკაციაზე საჭიროების შემხვევაში. 


კვება:


პროგრამით გათვალისწინებულია მოსწავლის 3-ჯერადი კვება. მრავალფეროვანი, ჯანსაღი მენიუ, მორგებულია სხვადასხვა კვებით გემოვნებაზე. (მენიუში შედის ვეგეტარიანული კერძებიც);

 

დამატებითი საჭიროების ქონის შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ გვაცნობოთ და გავითვალისწინებთ.

იმედია, შემოგვიერთდებით დაუვიწყარი 4 დღის ერთად გასატარებლად! კინგსის გუნდი გელით დიდი სიყვარულით.


შეავსეთ ანკეტა