შემოუერთდი წარმატებულ თაობას
კინგსის სასკოლო ოლიმპიადა, ტრადიციულად, მე-2 დან მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის ჩატარდება 3 საგანში: ინგლისური ენა, ქართული ენა, მათემატიკა.
დარეგისტრირდი: აქ
კინგსის ოლიმპიადა ორი ტურისაგან შედგება. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობის მიღება სრულიად ფინანსდება კინგსის მიერ, ამრიგად, უფასოა მოსწავლისათვის.
ოლიმპიადის განრიგი შემდეგია:
🟨 19 მარტი - ინგლისური ენა
🟨 26 მარტი - ქართული ენა
🟨 23 აპრილი - მათემატიკა
ჩატარების ლოკაციები:
🔷 თბილისი
🔷 რუსთავი
🔷 ქუთაისი
🔷 ბათუმი
🔷 ზუგდიდი
🔷 გორი
🔷 თელავი
🔷 ახალციხე
🔷 ზესტაფონი
🔷 ოზურგეთი
🔷 სამტრედია
🔷 კასპი
🔷 ხაშური
🔷 ფოთი
დარეგისტრირდი: აქ
გასული სეზონი კინგსის გუნდისათვის განსაკუთრებული იყო, ვინაიდან ფიზიკურ სივრცეში გრანდიოზულ დაბრუნებასთან ერთად, გვყავდა უამრავი პარტნიორი და გავეცით პრიზები, როგორებიცაა: iPhone 13, სკუტერი, დრონი, უსადენო ყურსასმენები, სამაგიდო თამაშები, შემეცნებით-გასართობი ტურის საგზურები და ა.შ. გპირდებით, რომ ამ სეზონზეც გამარჯვებულ მოსწავლეებს დაუვიწყარი სიურპრიზები ელოდებათ.
იხილეთ გასული სეზონის დაჯილდოების ვიდეო რგოლი: აქ
რატომაა მოსწავლისათვის კინგსის ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანი?
კინგსი კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ოლიმპიადაა, რაც მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, შეადაროს საკუთარი ცოდნა 60 000-მდე ქართველი მოსწავლის ცოდნეს დონეს;
კინგსის ოლიმპიადაზე მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, გაიცნოს წარმატებული თანატოლები, იმსჯელოს მათთან ერთად ოლიმპიადის საკითხებზე და გაიზიაროს მათი წარმატების ისტორია;
კინგსის ოლიმპიადის საშუალებით მოსწავლე ეჩვევა საგამოცდო გარემოს, რაც ცხოვრების არაერთ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი უნარია;
კინგსის თითოეული ფინალში გასული მოსწავლე ჯილდოვდება შესაბამისი დამსახურების სერტიფიკატითა და დიპლომით, რაც სეზონიდან სეზონამდე მის განვითარებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს და უმაღლებს მას მოტივაციას;
საქართველოს მასშტაბით თითოეული საგნის თითოეული საკლასო კატეგორიის გამარჯვებული სამეული მიემგზავნება შემეცნებით-გასართობ ტურზე, რომელიც ამეგობრებს საქართველოს ყველაზე ჭკვიან მოსწავლეებს ერთმანეთთან, ეს მეგობრობა კი წლობით გრძელდება.
შემოუერთდი წარმატებულ თაობას, დარეგისტრირდი: აქ
#წარმატებაგვაერთიანებს