2023 წლის გაზაფხულის სეზონის პრიზები

კინგსის ოლიმპიადების გაზაფხულის სეზონი განსაკუთრებული სიურპრიზებითა და პრიზებით გამოირჩევა.


რეგისტრაცისათვის: დააწკაპუნეთ აქ


ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების სიას ახალი კომპანიები და ორგანიზაციები უერთდებიან, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ განათლების წახალისებაში, კინგსელების მოტივირებასა და გახარებაში. 


გარდა იმისა, რომ თითოეულ ფინალისტს I, II, III ხარისხის დიპლომები და სერტიფიკატები გადაეცემა, დამსახურების შესაბამისად, სკოლაში სეზონის ბოლოს, ჩვენი სპონსორებისა და მეგობრების სია და მათი საჩუქრები ასეთია:


გაზაფხულის სეზონის გრანდ მთავარი პრიზი არის iPhone 14 zoommer • ზუმერი-სგან, რომელსაც მიიღებს მოსწავლე ნებისმიერი საკლასო კატეგორიიდან, რომელიც ჯამურად სამ მთავარ საგანში (ქართული ენა, ინგლისური ენა, მათემატიკა) დააგროვებს ყველაზე მაღალ ქულას.


კინგსის საოცარი მეგობრების და პარტნიორების რიგს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ • Georgian National University SEU-ც შემოუერთდა! ის ყველა პირველადგილოსან მონაწილეს (საკმარისია ერთ რომელიმე საგანში გამარჯვებაც), ჯამში 30 მოსწავლეს, ყველა საკლასო კატეგორიიდან, საჩუქრად გადასცემს პლანშეტებს.


ლილოშოპი LILOSHOP.GE შემოდგომის სეზონიდან გახდა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია და როგორც წინა სეზონზე, ასევე გაზაფხულის ოლიმპიადაზე ამოტივირებს კინგსელებს სხვადასხვა საჩუქრით.


ნებისმიერ საგანში მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ მოსწავლეებს, ლილოშიპისგან შემდეგი პრიზები გადაეცემათ:


II ადგილოსნებს:

🛴 II, III, IV კლასები- სკუტერი

⛸️ V კლასი - გორგოლაჭები

🛹 VI, VII კლასები- სკეიტბორდი


III ადგილოსნებს:

🏗️ II-III კლასები- ლეგო

🛹 IV-V კლასები- პენიბორდი

📑 VI-VII კლასები- სამაგიდო თამაში


რეგისტრაცისათვის: დააწკაპუნეთ აქ


ჩვენმა კიდევ ერთმა მეგობარმა Bgeragames.com, მე-2 ადგილოსანი VIII, IX, X, XI-XII კლასელი მოსწავლეებისათვის პრიზად დააწესა სამაგიდო თამაშები გორგასალი და მეგალომანია. Აღსანიშნავია, რომ პროდუქტი ქართულია და ამიტომ, განსაკუთრებულად გვიხარია მასთან დამეგობრება. 


ჩვენი მეგობრების დიდ სიას, ასევე შემოემატა ქართული სტარტაპი დამნაშავის ლოგიკა • Damnashavis Logika, მან გამარჯვებული IX, X, XI-XII კლასელი, მე-2 ადგილზე გასული მოსწავლეებისათვის ქართულ ენასა და ინგლისურ ენაში, გამოყო ძალიან საინტერესო და თავსატეხებით სავსე სამაგიდო თამაში, სხვადსხვა ქეისით.

ახალ მეგობრებს შორისაა ასევე ინტერვიუ • inter view, რომელმაც VIII, IX, X, XI-XII კლასელი, მე-3 ადგილზე გასული მოსწავლეებისათვის, სამივე მთავარ საგანში, პრიზად დააწესა თამაში ინტერვიუ, რომელიც შედგება სხვადსხვა თემატური დასტისგან, სადაც დატანილია ძალიან საინტერესო კითხვები.

და რა თქმა უნდა, ყველაზე საყვარელი და სასურველი პრიზი ყველა საკლასო კატეგორიის, I, II, III ადგილოსნებისთვის, სამივე მთავარ საგანში, ჯამში 90 მოსწავლისათვის- არის ზაფხულისა და ზამთრის კინგსის რჩეულთა ბანაკი, რომელსაც სულქმოუთქმელად ელოდება თითეული კინგსელი, რომელიც ერთხელ მაინც ყოფილა ჩვენთან ერთად თავისი საუკეთესო არდადაგების გასატარებლად.

ძალიან დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ ჩვენს პარტნიორს, მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის განათლებაში და სწავლის წახალისებაში. მადლობას ვუხდით თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის. ვუსურვებთ უამრავ წარმატებას ყოველ მათ წამოწყებასა და საქმიანობაში.


რეგისტრაცისათვის: დააწკაპუნეთ აქ