პროექტის: "სასკოლო რა? სად? როდის?" I ეტაპი 18 ნოემბერს საქართველოს მასშტაბით ფიზიკურ სივრცეებში სინქრონულად ჩატარდება.
შეკითხვების ნიმუშების ნახვა შესაძლებელია ბმულზე: ნიმუშები
გაითვალისწინეთ, რომ ნიმუშების ბოლოს მოცემულია სწორი პასუხები ახსნა-განმარტებებით.
შეკითხვის ნიმუშები ასევე გამოქვეყნდება კინგსის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
პროექტზე გუნდის დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს: ბმული
"სასკოლო რა? სად? როდის?"
დებულება
1. პროექტის მიზნები და ამოცანები
1.1 პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ინტელექტის დონის ამაღლება.
1.2 პროექტის ამოცანებია:
- საქართველოს ახალგაზრდობაში წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება;
- მოსწავლე ახალგაზრდობის მოტივირება და ნიჭიერთა წარმოჩენა ადგილობრივ და სამხარეო დონეზე;
- დედაქალაქში, თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსწავლე ახალგაზრდობის ერთმანეთთან დაახლოება;
- ინტელექტუალური განვითარების პროპაგანდა და მოსწავლე ახალგაზრდების თვითრეალიზაციის ხელის შეწყობა;
- საქართველოს მე-7-დან მე-12 (ჩათვლით) კლასელთა შორის 2023 წლის შემოდგომის სეზონის ჩემპიონისა და პრიზიორების გამოვლენა.
2. ჩემპიონატის ჩატარების პირობები
2.1 ჩემპიონატს ატარებს "კინგსი საქართველო" და საქართველოს ინტელექტ-კლუბი “რა? სად? როდის?”.
2.2 ჩემპიონატი ტარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - რეგიონული სინქრონული ტურნირები 18 ნოემბერს, ხოლო ფინალური ეტაპი - 9 დეკემბერს.
2.3 პირველი ეტაპის ჩატარების ლოკაციები იხ. დანართი #1-ში.
2.4 პირველი ეტაპის ტურნირები ყველა რეგიონში დაიწყება ერთდროულად, წინასწარ დაანონსებულ დროს.
2.5 ფინალური ტური ჩატარდება თბილისში და მასში მონაწილეობას მიიღებს თითოეული რეგიონის 5 გამარჯვებული გუნდი.
2.6 საკამათო შემთხვევებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ დებულებით, განიხილავს და წყვეტს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტი.
3. ჩემპიონატის მონაწილეები
3.1 ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების (გიმნაზიების, ლიცეუმების და სხვ.) მოსწავლეები, რომლებიც შეიძლება, იყვნენ ერთი და იმავე სკოლის მოსწავლეები, ასევე განსხვავებულისაც.
3.2 შეჯიბრში მონაწილეობა ფასიანია და შეადგენს 25 ლარს ერთ მოსწავლეზე.
3.3 გუნდში უნდა იყოს 6 მონაწილე, რომლებსაც არეგისტრირებს კაპიტანი ბმულზე: https://www.kings.ge/what-where-when/register
3.4 სარეგისტრაციო ველები უნდა შეივსოს სრულად, ხოლო მათში წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს.
3.5 პროექტის მეორე ტურისათვის დამატებითი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის;
3.6 მე-7 კლასს ქვემოთ მყოფი ან სკოლადამთავრებული პირები ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან.
3.8 გუნდის კაპიტანი პასუხს აგებს შეყვანილი ინფორმაციის სისწორეზე.
4. თამაშის “სასკოლო რა? სად? როდის?” წესები
4.1 თითოეულ ლოკაციაზე ყველა გუნდი თამაშობს ერთდროულად. რეგიონის ყველა გუნდი თამაშობს ერთ დარბაზში (ოთახში). ყველა გუნდი განლაგებულია საკუთარ მაგიდასთან, ხოლო თამაშს უძღვება წამყვანი.
4.2 გუნდის ამოცანაა - გასცეს სწორი პასუხი წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვებს. თითოეული სწორი პასუხისთვის გუნდს ერიცხება ერთი ქულა.
4.3 პასუხები იწერება სპეციალურ ფურცლებზე, რომლებიც ტურნირის დაწყებამდე ურიგდებათ მონაწილე გუნდებს.
4.4 წამყვანი აცხადებს შეკითხვის ნომერს (მაგალითად, “შეკითხვა #1”, “შეკითხვა #2” და ა.შ) სვამს შეკითხვას და წარმოთქვამს სიტყვას “დრო”. ამის შემდეგ იწყება დროის ათვლა, რომელიც უდრის ზუსტად 1 წუთს.
4.5 დროის დასრულებამდე 10 წამით ადრე წამყვანი აფრთხილებს გუნდებს ამის შესახებ და მოუწოდებს მათ დაწერონ თავიანთი პასუხები. 1 წუთის გასვლის შემდეგ, წამყვანი ხელმეორედ წარმოთქვას სიტყვას “დრო” და აძლევს განკარგულებას თავის ასისტენტებს, რომ აიკრიფოს გუნდების პასუხები.
4.6 ის გუნდი, რომელიც დროის ამოწურვის მომენტიდან 10 წამის განმავლობაში არ ჩააბარებს პასუხს, ჯარიმდება და მოცემულ შეკითხვაზე მას ავტომატურად ეწერება 0 (ნული) ქულა.
4.7 მას შემდეგ, რაც გუნდები ჩააბარებენ ფურცლებს თავიანთი პასუხებით, წამყვანი აცხადებს სწორ პასუხს და გადადის შემდეგ შეკითხვაზე.
4.8 ტურის შედეგები ცხადდება ტურის დასრულებიდან 5 წუთის შემდეგ, რის შემდეგაც შედგება საბოლოო ოქმები.
5. თამაშის მსაჯობა
5.1 ყველა რეგიონულ ტურნირს და ფინალურ ტურნირს ემსახურებიან: წამყვანი, ასისტენტები (ფურცლის ამკრებები), და 2 მსაჯი.
5.2 მსაჯები ამოწმებენ ყველა გუნდის პასუხებს (ფურცლებზე დაწერილს) და შედეგებს აღნუსხავენ ტურნირის ოქმში.
5.3 საკამათო პასუხების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას პასუხის სისწორის ან მცდარობის შესახებ იღებს ტურნირის წამყვანი პასუხების ჩათვლის კრიტერიუმებზე დაყრდნობით. წამყვანს აქვს უფლება, საკამათო სიტუაციების დროს მიმართოს ექსპერტებს და სთხოვოს მათ კონსულტაცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
5.4 მსაჯებს უფლება აქვთ, მოხსნან ტურნირიდან ის მოთამაშე ან გუნდი, რომელთა ყოფაქცევაც (ან მათი მხარდამჭერების ყოფაქცევა) არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და არ შეესაბამება მოაზროვნეთა ტურნირის ქცევის ნორმებს.
6. პასუხის შეფასების კრიტერიუმები
6.1 ჩემპიონატზე უკლებლივ ყველა პასუხი გაიცემა წერილობით.
6.2 პასუხი ითვლება სწორად თუ:
პასუხობს შეკითხვის არსს კონკრეტიზაციის მაღალი ხარისხით (კონკრეტიზაციის ხარისხს ადგენს ტურნირის წამყვანი);
პასუხის ფორმა შეესაბამება შეკითხვის ფორმას.
6.3 პასუხი ითვლება მცდარად თუ:
გუნდმა გასცა პასუხის ორი ან მეტი ვარიანტი;
პასუხს აკლია კონკრეტიზაცია (პასუხი ძალზე ზოგადია);
პასუხში დაშვებულია ფაქტობრივი შეცდომები (არასწორადაა მითითებული სახელები და გვარები, თარიღები და სხვ.);
პასუხის ფორმა არ შეესაბამება შეკითხვის ფორმას.
6.4 წამყვანს აქვს უფლება, ჩაუთვალოს გუნდს განსხვავებული პასუხი თუ ექსპერტებთან თათბირის შემდეგ აღმოჩნდება, რომ გუნდის მიერ მოცემული პასუხიც შეესაბამება შეკითხვის მოთხოვნებს (ანუ შეკითხვა დუალურია და გულისხმობს ორ თანაბრად სწორ პასუხს.
7. გამარჯვებულის გამოვლენა
7.1 პირველი ეტაპი: რეგიონული ტურნირები
7.1.1 რეგიონულ ტურნირში დასმული იქნება 24 შეკითხვა + პენალტები (საჭიროებისამებრ).
7.1.2 ხუთი გუნდი, რომელიც მოაგროვებს ყველაზე მეტ ქულას გამოცხადდება რეგიონულ ჩემპიონად.
7.1.3 თუ მე-5 ადგილს (ან სხვა რომელიმე ადგილს) გაიყოფენ გუნდები იმგვარად, რომ რეგიონის 5-ეულის გამოვლენა არ იქნება შესაძლებელი, ხუთეულში ადგილის მოსაპოვებლად კონკურენტულ გუნდებს შორის დაუყოვნებლივ ჩატარდება სუპერფინალი, რომლის პირობებიც გამოცხადდება სუპერფინალის დაწყების წინ.
7.1.4 ხუთეულის დადგენის მიზნით ჩატარების გარდა სუპერფინალი სხვა მიზნით არ ჩატარდება.
7.1.5 რეგიონის ჩემპიონები მონაწილეობას მიიღებენ პროექტის მე-2 ეტაპში: ფინალში, რომელიც 18 ნოემბერს ჩატარდება და რომელსაც გაუძღვება “ბატონი წამყვანი”: გიორგი მოსიძე.
7.1.6 თუ რეგიონში 5 ან ნაკლები გუნდი დარეგისტრირდება, ყველა გუნდი ავტომატურად ხვდება ფინალში (ასეთ დროს 1-ელ ტურზე გამოსვლა ნებაყოფლობითია);
7.2 მეორე ეტაპი: ფინალური ტური
7.2.1 ფინალში დასმული იქნება 30 შეკითხვა + პენალტები (საჭიროებისამებრ).
7.2.2 გუნდი, რომელიც მოაგროვებს ყველაზე მეტ სწორ პასუხს - გამოცხადდება 2023 წლის გაზაფხულის სეზონის საქართველოს ჩემპიონად.
7.2.3 თუ პირველ ადგილს გაიყოფს 2 ან მეტი გუნდი, მათ შორის დაუყოვნებლივ ჩატარდება სუპერფინალი, რომლის პირობებიც გამოცხადდება სუპერფინალის დაწყების წინ.
7.2.4 სხვა გუნდებს შორის დამატებითი ტურნირი არ იმართება.
8. გამარჯვებულთა დაჯილდოება
8.1 ფინალურ ტურში გადასული გუნდის თითოეულ წევრს გადაეცემა დიპლომი (დიპლომის გადაცემა მოხდება 9 დეკემბერს, ფინალის დროს).
8.2 ფინალური ტურის გამარჯვებული გუნდი გამოცხადდება 2023 წლის გაზაფხულის სეზონის საქართველოს ჩემპიონად და დაჯილდოვდება დიპლომებითა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაწესებული პრიზებით.
8.3 გამარჯვებულის პრიზებით დაჯილდოვდება მხოლოდ გუნდის ძირითადი შემადგენლობა - 6 მოთამაშე.
8.4 სხვა წამახალისებელი პრიზების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ინფორმაცია ტურნირის ჩატარებამდე გამოქვეყნდება.
დანართი #1
ქალაქი | ლოკაცია |
თბილისი | EEU აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, შატილის 4 |
რუსთავი | ბიზნეს ცენტრი "სასტუმრო რუსთავი". ხალხთა მეგობრობის გამზირი, 32 |
გორი | ამერიკის უნივერსიტეტის სკოლა (თეთრუაშვილები). ცხინვალის გზ/ტ N9 |
ქუთაისი | N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა.ქ. ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N127 |
ოზურგეთი | სსიპ - ქალაქ ოზურგეთის №1 საჯარო სკოლა. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ. №7 |
ზუგდიდი | სკოლა "ჯიჯი" ცაიშვილის N32
|
ბათუმი | ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესი", შამილაძის 30 |