გვინდა, სიხარულით გაცნობოთ, რომ Ჩვენი გენერალური მხარდამჭერის - საქართველოს ბანკის სახელით ყველა BOG sCoolApp-ის მომხმარებელს, sCool Card-ის მფლობელსა და კინგსის საგნობრივ ოლიმპიადებზე რეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს საჩუქრად გადაეცემა ლუპის პრემიუმ პაკეტი ერთი თვით.
🚀 ლუპი არის ხელოვნურ ინტელექტზე შექმნილი ონლაინ პლატფორმა, 2-დან მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის, რომელიც ეხმარება მათ სახალისო და საინტერესო გზით, ინდივიდუალურად იმეცადინონ და გაიღრმავონ ცოდნა 3 ძირითად საგანში: ქართულ ენაში, ინგლისურ ენასა და მათემატიკაში.
🚀 ლუპის პლატფორმა (www.lupi.ge), გარდა ძირითადი სასკოლო საგნებისა, მდიდარია მნიშვნელოვანი და ღირებული ტესტბანკით ლიტერატურის, შემეცნების, ფინანსური განათლების ირგვლივ თემებით და ასევე, სთავაზობს მოსწავლეს ახსნა-განმარტებებს, ყოველკვირეულ შეჯამებას, შედეგების ანალიტიკას, პერსონალურ უკუკავშირს.
მაგალითად, ლიტერატურული ტესტები მიმართულია როგორც ფაქტობრივი ცოდნის შემოწმებაზე, ისე-აზროვნების უნარის განვითარებაზე;
შემეცნებითი ტესტები კი მოიცავს 8 სხვადასხვა კატეგორიას, როგორებიცაა: მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი, მუსიკა, ლიტერატურა, გეოგრაფია, ისტორია.
ფინანსური განათლების ტესტები შექმნილია ეროვნულ ბანკთან და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან თანამშრომლობით. თითოეულ კატეგორიას ახლავს დამატებით საკითხავი ტექსტი, რომლიდანაც გამომდინარეობს იმ თემის კითხვები.
🚀 ლუპის პლატფორმაზე დასარეგისტრირებლად უნდა გაიარო რამდენიმე მარტივი პროცედურა:
შემოხვიდე ლუპის გვერდზე: www.lupi.ge,
ჩაწერო სახელი, გვარი, კლასი, ტელეფონის ნომერი,
გაიარო ტელეფონის ნომრის ვერიფიკაცია, აირჩიო სასურველი საგანი ან საგნები, ინტერესის სფერო და სულ ეს არის.
Შემდეგ კი დაელოდე შეტყობინებას ლუპისგან, რომ გაგიაქტიურდა საქართველოს ბანკის საჩუქარი.
🟠 გვიხარია, რომ საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს და მხარს უჭერს ცოდნის მიღების პროცესს.
შენ კი თუ ჯერ არ ხარ კინგსელი, კინგსის ოლიმპიადაზე დასარეგისტრირებლად მიჰყევი ბმულს: რეგისტრაცია
ხოლო, საქართველოს ბანკის შეთავაზებების მისაღებად ჩამოტვირთე BOG sCoolApp: აპლიკაციის გადმოწერა
დარწმუნებულები ვართ, რომ, ლუპის პლატფორმა მეტად შეგაყვარებს სწავლის პროცესს.