ზოგადი დებულებები
წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტით მიმდინარე პროექტის, შპს „კინგსი საქართველო“ და PH Internationl-ის მიერ ორგანიზებული ფინანსური ოლიმპიადების ჩატარების წესსა და პირობებს, აგრეთვე ოლიმპიადის მეთოდოლოგიური და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის საკითხებს.
ფინანსური ოლიმპიადის მიზნები
ოლიმპიადის მიზნებია:
ა) ფინანსური განათლების თემატიკის ირგვლივ საბაზისო და აუცილებელი ცოდნის მიღება;
ბ) სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით, ნიჭიერი და მონდომებული მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება;
განსაზღვრული მიზნების მისაღწევად კინგსი უზრუნველყოფს:
სასწავლოს მასალის მომზადებასა და საიტზე (www.kings.ge) განთავსებას;
პრე.ტესტების მომზადებასა და საიტზე განთავსებას;
სფეროში წარმატებულ სპიკერებთან თემატურ შეხვედრებს;
პრეზენტაცზიების საიტზე განთავსებას;
სპიკერების სესიების ჩანაწერების Facebook გვერდეზე განთავსებას;
ფინანსური განათლების ოლიმპიადის ტესტირების ორგანიზებას;
შედეგების ობიექტურად შეფასების უზრუნველყოფას.
ფინანსური ოლიმპიადების ჩატარების სტრუქტურა
„კინგსი“ ორგანიზებას უწევს ფინანსური განათლების ოლიმპიადას, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ვებ-გვერდზე www.kings.ge და Facebook გვერდზე.
ფინანსური განათლების ოლიმპიადა ტარდება ერთ ტურად. (გამარჯვებულის გამოვლენის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს სუპერფინალის ჩატარება, წინამდებარე წესდების მე-8 მუხლის შესაბამისად)
ოლიმპიადა ჩატარდება ონლაინ.
რეგისტრაცია და ოლიმპიადაში მონაწილეობა
ფინანსური განათლების ოლიმპიადა ტარდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების VII, VIII, IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებისათვის (XI-XII კლასები წერენ გაერთიანებულ ტესტს).
ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად, მოსწავლემ უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია კინგსის ვებ-გვერდზე: https://kings.ge/financial-education/register
ამ მუხლის 4.2. პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაცია მიმდინარეობს წინასწარ დაანონსებულ ვადებში.
რეგისტრაციის შედეგად იქმნება მონაწილის პირადი პროფილი და მოსწავლეს
საშუალება ეძლევა გაეცნოს მასალას, ტესტებს, პრეზენტაციებს, და იღებს ინფორმაციას ოლიმპიადასთან დაკავშირებით.
ფინანსური განათლების ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა;
ოლიმპიადის ტურების ჩატარების ფორმა
ოლიმპიადა ტარდება ონლაინ ტესტირების მეშვეობით, რომელთა კონფიდენციალურობა დაცულია ოლიმპიადის დაწყებამდე.
ტესტირება მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება ერთდროულად.
ტესტირების პლატფორმაზე მიმდინარეობს ვიდეო-კონტროლი
ტესტები და ტესტირება
ოლიმპიადის თითოეული ტურისთვის ტესტებს და შესაბამის შეფასების სქემებს შეიმუშავებს ,,კინგსი”.
ოლიმპიადის ტესტები შედგენილია საკლასო კატეგორიების შესაბამისად
ტესტირება ყველა საკლასო კატეგორიისათვის 100 ქულიანია
ტესტირების ხანგრძლივობაა 1 საათი. (ჩატარების დღე 25 ნოემბერი)
ოლიმპიადის მონაწილე ვალდებულია:
ა) დროულად გახსნას ტესტირების ბმული.
ბ) დაიცვას წესდება, კეთილსინდისიერად იმუშავოს ტესტზე.
გ) ტესტირების განმავლობაში ჩართული ჰქონდეს ვიდეო-თვალი.
ამ მუხლის 6.5. პუქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის აღმოჩენის შემ ხვევაში, ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში კინგსის ადმინისტრაცია მონაწილის დისკვალიფიკაციის უფლებას იტოვებს/მონაწილე ვერ მოხვდება რეიტინგულ სიაში.
ოლიმპიადის ტესტირების მიმდინარეობისას დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგნის სპეციალისტის (მასწავლებელი, დირექტორი, დირექტორის მოადგილე და სხვა), მონაწილეთა მშობლების ყოფნა;
ამ მუხლის 6.7. პუნქტით გათვალისწინებულ პირებს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით ოლიმპიადის მონაწილის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
ოლიმპიადის შედეგები და გასაჩივრების წესები
ოლიმპიადის შედეგები ქვეყნდება ოლიმპიადის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, ვებ-გვერდე www.kings.ge, მონაწილის ფინანსური განათების პროფილში.
ოლიმპიადის შედეგების თაობაზე წარმოშობილი დავები განიხილება კინგსის მიერ შექმნილი ოლიმპიადის საპრეტენზიო კომისიის მიერ;
ოლიმპიადის მონაწილეს უფლება აქვს ტესტის შეფასების თაობაზე წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ოლიმპიადის შედეგების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში.
ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი უნდა გამოიგზავნოს კინგსის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე (claim@kings.ge)
ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს ტესტის იმ დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია.
საპრეტენზიო განაცხადი უნდა მოიცავდეს კონკრეტულ არგუმენტებს საჩივრის გასამყარებლად.
საპრეტენზიო კომისია განიხილავს მხოლოდ ტესტის იმ დავალების შეფასების სისწოეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო კომისია საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
საპრეტენზიო კომისია არ განიხილავს ტესტის იმ დავალების შეფასების სისწორეს, რომელშიც პასუხი არ არის დაფიქსირებული;
საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, „კინგსი“ უფლებამოსილია დაარედაქტიროს გამოქვეყნებული შედეგები მონაწილეთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე;
სუპერფინალი
თუკი ფინანსური განათლების ოლიმპიადის შედეგების დამთხვევის გამო ვერ ვლინდებიან გამარჯვებული მონაწილეები, ტარდება სუპერფინალი, რომლის ჩატარების განრიგს „კინგსი“ ინდივიდუალურად აცნობებს სუპერფინალში გასულ მონაწილეებს, სუპერფინალის ჩატარებამდე არა უგვიანეს 1 კალენდრული დღისა.
თუკი 8.1 პუნქტით წესით ვერ ვლინდებიან გამარჯვებულები, კომპანია უფლებას იტოვებს დამატებით ჩაატაროს კონკურსი, სანამ არ გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
სუპერფინალის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია შედეგების გამოქვეყნებიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში, წინამდებარე წესდების 7.6, 7.7, 7.8, 7.9 პუნქტების შესაბამისად;
სუპერფინალის საპრეტენზიო განაცხადები განიხილება განაცხადის მიღებიდან 1 კალენდრული დღის განმავლობაში.
სუპერფინალის შედეგები ქვეყნდება სუპერფინალის საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ, 1 სამუშაო დღის განმავლობაში, ვებ-გვერდზე www.kings.ge, სიახლეებში.
ოლიმპიადის მონაწილეთა დაჯილდოება
თითოეული პროექტის მოსწავლე მიიღებს დამსახურებულ სერტიფიკატს, ხოლო წარმატებულები დიპლომს;
ფინანსური განათლების ოლიმპიადის პირველი, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები, საქართველოს ბანკისგან მიიღებენ შემდეგ პრიზებს:
I ადგილი - პლანშეტი
II ადგილი - ყურსასმენები
III ადგილი - ბიზნეს ლიტერატურა
წინამდებარე წესდების მე-7 მე-8 მუხლებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად გამოვლენილი გამარჯვებულები მიწვეულნი იქნებიან „კინგსისა“ და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ დაჯილდოების ღონისძიებაზე, სადაც გადაეცემათ კუთვნილი დიპლომები და წამახალისებელი პრიზები.