ფინანსური განათლების ოლიმპიადა 25 ნოემბერს წარმატებით ჩატარდა.
გიზიარებთ ოლიმპიადის აპელაციამდელ რეიტინგს. მოძებნეთ საკუთარი თავი კოდით და იხილეთ შესაბამისი ქულა.
ბმული: რეიტინგული სია
თუკი რომელიმე საკითხთან დაკავშირებით გსურთ აპელაციის შემოტანა გაითვალისწინეთ, რომ აპელაცია უნდა იყოს არგუმენტირებული და გამოიგზავნოს არა უგვიანეს 30.11.23-ის 13:00-ისა მეილზე claim@kings.ge სათაურით "ფინანსური განათლება - აპელაცია". მეილის ტექსტს აუცილებლად უნდა დაურთოთ თქვენი კლასი და უნიკალური კოდი.
შეგახსენებთ, ოლიმპიადა მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
*USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია PH international-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
ფინანსური განათლების პროექტში მოსწავლეების მონაწილეობა სრულად დაფინანსებულია, შესაბამისად პროექტის ყველა ეტაპი მოსწავლისათვის არის უფასო.