რა მოხდა 1978 წლის 14 აპრილს?
იმდროინდელმა საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მოკავშირე რესპუბლიკებში სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ყოფილიყო და ქართულ ენას ჩამორთმეოდა სტატუსი.
ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ მთელი საქართველოს მოსახლეობა აღუდგა.
თბილისსა და ბათუმში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობები. შედეგად, საჭირო გახდა ხელისუფლება დათმობაზე წასულიყო, სწორედ ამ მოვლენებისა და სულისკვეთების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
დღესდღეობით, ბევრმა უცხოურმა სიტყვამ ჩაანაცვლა ქართული სალაპარაკო ლექსიკონი და ამას უამრავი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი აქვს პრაქტიკულობასთან ერთად.
თუმცა, არსებობს ისეთი გამორჩეული, მივიწყებული სიტყვები, რომელთა უცხოური ალტერნატივები ნამდვილად ვერ ჯობნის ქართულს. ამიტომაც, დედაენის დღესთან დაკავშირებით კინგსმა წამოიწყო კამპანია ,,აღამოჩინე ქართული ენა”, რომლის ფარგლებში, ქართული ენის პირველ ტურზე და, ასევე, სიმბოლურად დედა ენის დღეს- 14 აპრილს კინგსელებს მოუწოდებს:
შეარჩიონ სიტყვა, რომელსაც ნაკლებად ვიყენებთ;
შექმნან პოსტერი და მოიტანონ ქართული ენის ოლიმპიადის პირველ ტურზე;
გადაიღონ ფოტო, ატვირთონ სოციალურ ქსელში წარწერით #ენარომელიცშენია;
ასე ვიპოვით ლამაზ ქართულ სიტყვებს, აღმოვაჩენთ ქართულ ენას და წვლილს შევიტანთ მისი შენახვისა და მოფრთხილების კამპანიაში.
ამიტომაც, რაც უფრო მეტი კინგსელი ჩაერთვება ღონისძიებაში, მით მეტი ქართული სიტყვის შესატყვისს გავიხსენებთ და დავინახავთ რამდენად ლამაზია ჩვენი სალაპარაკო ენა.
გელოდებით, ქართული ენის პირველ უფასო ტურზე, 14 აპრილს, დედაენის დღეს. ოლიმპიადაზე დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს: ბმული