ბოდიალა თრეველის საგზური გამარჯვებულ დამრიგებელს

2023 წლის შემოდგომის სეზონზე, კინგსის გუნდმა გადაწყვიტა, რომ გამარჯვებული უნდა ყოფილიყო არა მარტო მოსწავლე, არამედ მისი დამრიგებელიც, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მოსწავლის წარმატებასა და მოტივირებაში ახალი გამოცდილებისა და ცოდნის მიღების გზაზე.


მსგავს ინიციატივებში ჩვენი მეგობარი ორგანიზაციები მუდმივად ჩვენ გვერდით არიან. ამჯერად კი უდიდეს მადლობას ვუხდით ტურისტულ კომპანია “ბოდიალა თრეველს”, რომელმაც ორკაციანი საგზურით წლის დამრიგებელი - ნათია რუხაძე დაასაჩუქრა.

ნათიამ სამოგზაუროდ მზიანი კვიპროსი შეარჩია კინგსის გუნდმა კი გადავწყვიტეთ ნათიას თავგადასავალი და შთაბეჭდილებები გაგვეზიარებინა, რათა თქვენთვის მეტად მოგვეტანა იდეა, რომ წარმატება ჩვენს ხელშია. 


1. ნათია, პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გილოცავთ დამსახურებულ საჩუქარს. გაგვეცანით, მოგვიყევით თქვენს შესახებ (მათ შორის, რამდენი ხანია მასწავლებელი ხართ, სად ასწავლით, რას ასწავლით და ა.შ)

მოგესალმებით. დიდ მადლობას ვუხდი  საოცარი თავგადასავლისთვის კინგსის გუნდს და ტურისტულ კომპანიას “ბოდიალა თრეველს”  

Რაც შეეხება ჩემს მოკლე ბიოგრაფიას, 2021 წელს დავასრულე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით. ამჟამად ვარ მაძიებელი მასწავლებელი. უკვე 2 წელია ვასწავლი სკოლა “ცოდნაში“  მე-3 კლასს ქართულ ენასა და ლიტერატურას. ამასთანავე, ვარ კლასის დამრიგებელიც.

2. გაიხსენეთ პირველი ემოცია, როდესაც გაიგეთ რომ თქვენი მოსწავლე გამარჯვებული გახდა და თქვენთვის “ბოდიალა თრეველმა” დააწესა საგზური (გვახსოვს, 31 დეკემბერი იყო და კინგსის ადმინისტრაცია სულმოუთქმელად ელოდა თქვენთან ზარს, რომ პირველი საახალწლო საჩუქარი ეხარებინა)

ბავშვობიდან მჯერა, რომ ახალი წლის ღამეს ოცნებები ნამდვილად სრულდება, პრიზმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. არასოდეს დამავიწყდება კინგსის ადმინისტრაციისგან ზარი, რომელმაც უზომო სიხარული მომანიჭა და ახალი წელი საოცარი ემოციებით დამაწყებინა.

3. ვიცით, რომ ეს თქვენი პირველი მოგზაურობა იყო მოგვიყევით როგორ დაიგეგმა თქვენი მოგზაურობა? თქვენ აარჩიეთ თუ არა ქვეყანა, წინასწარ მოძებნეთ რა უნდა გენახათ?


როგორც მოგეხსენებათ, ჩემთვის პირველი მოგზაურობა იყო და ცოტა ვღელავდი, მაგრამ ტურისტულმა კომპანია ,,ბოდიალამ” იმდენად ხელსაყრელად დაგვიგეგმა  ყოველი  დეტალი, რომ  სირთულე საერთოდ არ გვიგვრძვნია. სამოგზაურო ადგილი, მრავალფეროვანი არჩევნიდან,  კომპანიამ აგვირჩია ჩვენთვის მისაღებ  დროს. წინასწარ მოვიძიეთ ის ადგილები, რომლებიც უნდა მოგვენახულებინა.

 ,,ბოადიალას” მიერ შერჩეული სასტუმრო ძალიან კომფორტული  აღმოჩნდა, ახლოს იყო ქალაქის ცენტრთან და ყველა ღირსშესანიშნაობასთან.


4. მოგვიყევით ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტების ან გამოცდილების შესახებ თქვენი მოგზაურობიდან


ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ჩემი პირველი მოგზაურობით , გავეცანი სხვა ქვეყნის კულტურას, დიდი ზეგავლენა მოახდინა  ჩემზე წმინდა ლაზარეს ეკლესიამ, რომელიც გამოირჩევა საუცხოო არქიტექტურით.


5. ალბათ, ბევრს აინტერესებს როგორი გავლენა მოახდინა ამ საგზურის მოგებამ თქვენს მოტივაციასა და სწავლების ენთუზიაზმზე, შეგიძლიათ, ორი სიტყვით ამაზეც გვესაუბროთ? 


მისასალმებელია პედაგოგების ამგვარი წახალისება. ამ გამოცდილებამ ამიმაღლა მოტივაცია და შრომისუნარიანობა.

6. კიდევ რაიმეს ხომ არ გაგვიზიარებდით? 


კიდევ ერთხელ  მადლობას ვუხდი “კინგსსა „ და ტურისტულ კომპანია “ბოდიალას”. ამასთანავე, დიდი  მადლობა მინდა გადავუხადო სკოლა „ცოდნის“ დირექტორს მარინე ნადირაძეს  და ყველა იმ პედაგოგს, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ანამარიამ ურდიას გამარჯვებაში. 


კინგსის გუნდის სახელით კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ტურისტულ კომპანია “ბოდიალა თრეველს”, რომელმაც ასეთი შთაბეჭდილებებით აღსავსე თავგადასავალი აჩუქა ნათიას. ასევე, განსაკუთრებული მადლობა ნათიას მოსწავლე ანამარიამ ურდიას მიღწეული შედეგებისათვის, რადგან მან ნათიას ოცნება რეალობად აქცია.