საერთაშორისო ოლიმპიადა ტარდება ყველაზე წარმატებული კინსგელებისათვის მე-2 კლასიდან მე-8 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით, ორ საგანში მათემატიკასა და ინგლისურ ენაში.
პროექტი ორტურიანია. პირველი შესარჩევი ტური ტარდება საქართველოში, რომლის შემდეგ თითო საკლასო კატეგორიიდან ვლინდება თითო გამარჯვებული ორივე საგანში და იკრიბება 14 მოსწავლისაგან შემდგარი საქართველოს ნაკრები.
ადგილობრივი გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ, საქართველოს ნაკრები კინგსის დაფინანსებით კინგსის გუნდთან ერთად 3 დღით მიემგზავრება ლიეტუვაში და ეჯიბრება ლიეტუველ თანატოლებს გამარჯვებული ქვეყნის ტიტულის მოსაპოვებლად.
საერთაშორისო ოლიმპიადა არის შესაძლებლობა, მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნა გაიტანონ საზღვრებს გარეთ სასკოლო ასაკიდან. გარდა ამისა, მოსწავლეებს ეძლევათ შანსი, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, აიმაღლონ მოტივაცია და ენთუზიზმი. ნახონ, რომ ადრეული ასაკიდვანვე შესაძლებელია ხელშესახები წარმატებების მიღწევა.
ეს არის შესაძლებლობა გაეცნონ სხვა ქვეყნის კულტურას, მათი განათლების დონე შეადარონ სხვა ქვეყნის თავიანთ თანატოლებს და ახალი ხედვებითა და ძალებით დაუბრუნდნენ თავიანთ სასწავლო სივრცეს.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის ფინალისტები მოიპოვებენ საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობის კანდიდატის სტატუსს.