კინგსის საერთაშორისო ოლიმპიადის საქართველოს ნაკრები ევროპაში მიემგზავრება

2024 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, კინგსის საერთაშორისო ოლიმპიადის საქართველოს ნაკრები ევროპაში მიემგზავრება, სადაც მოსწავლეები საქართველოს სახელით იასპარეზებენ. 


საერთაშორისო ოლიმპიადა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ჩატარდება, სადაც ქართველი მოსწავლეები ლიეტუველ მოსწავლეებს ცოდნაში შეეჯიბრებიან.

გვჯერა, განათლება ყველაზე ფასეული რესურსია დამოუკიდებლობისა და პროგრესისაკენ მიმავალ გზაზე. 


გარდა ლიეტუველ მოსწალვეებთან შეჯიბრებისა, ნაკრებს ელოდება კულტურული ტური და ლიეტუველ მოსწავლეებთან გამოცდილებების გაზიარების შესაძლებლობა. 


ვთვლით, ეს გამოცდილება დაამოტივირებს მათ ახალი ცოდნის მიღების გზაზე.  ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ვეცდებით მათი შთაბეჭდილებები, ემოციები და მოსაზრებები გაგიზიაროთ. 


აქვე, ალბათ, გაინტერესებთ როგორ მიიღოთ მონაწილეობა შემდგომ საერთაშორისო ოლიმპიადაზე.

ამისათვის საჭიროა ქვემოთ მითითებული განაცხადის ფორმის შევსება, რომელსაც განიხილავს კომისია და კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ დაწერთ შესარჩევ ტურს.


განცხადების შესავსებად მიჰყევით ბმულს: ბმული

2024 წლის მომავალი საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპი 16 ივნისს ჩატარდება. 


ფორმის შევსების შემდეგ, 26 მაისიდან გულისყურით ადევნეთ თვალი ჩვენს სოციალურ ქსელს, ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ვიზეიმოთ კინგსის ეროვნული ნაკრების წარმატება!