რა არის საერთაშორისო ოლიმპიადა?
კინგსის საერთაშორისო ოლიმპიადა ტარდება მე-2-დან მე-8 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. პირველი შესარჩევი ტური იმართება საქართველოში, ფინალურ ტურზე კი საქართველოს ნაკრები, 14 გამარჯვებული მოსწავლე, კინგსის სრული დაფინანსებით მიემაგზავრება ევროპაში, ქალაქ ვილნიუსში, გამარჯვებული ქვეყნის ტიტულის მოსაპოვებლად.
საერთაშორისო ოლიმპიადაზე დარეგისტრირება შესაძლებელია ბმულზე: ბმული
ოლიმპიადა არის უნიკალური შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, რომ წარმოაჩინონ თავიანთი უნარები საერთაშორისო დონეზე. მათ სასკოლო ასაკიდან ეძლევათ შანსი თავიანთი ცოდნა გაიტანონ საზღვრებს გარეთ.
ოლიმპიადა მოსწავლისთვის ახალი გამოწვევაა, რომელიც მოითხოვს მომზადებას, სტრატეგიულ დაგეგმვას და მენტალურ მდგრადობას. თქვენი მხარდაჭერა, როგორც მასწავლებლის კი კვლავ გადამწყვეტი იქნება ამ პროცესში.
ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მასწავლებლის როლი შეუფასებელია. თქვენი მოსწავლეების წარმატებები არის პირდაპირი შედეგი თქვენი პედაგოგიური ძალისხმევის. სწორედ თქვენი შთაგონება, თანადგომა, პროფესიონალიზმი და თქვენ მიერ შექმნილი მხარდამჭერი გარემო, მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურად ამყარებს! თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც მათ მოტივაციას, ცოდნასა და უნარ-ჩვევებს უვითარებს, რაც ასე საჭიროა თანამედროვე სამყაროში წარმატებისთვის.
თქვენ ზრდით მომავალ თაობას, რომლებიც შეძლებენ გაუმკლავდნენ თანამედროვე გამოწვევებს და მიაღწიონ წარმატებას ნებისმიერ სფეროში.
ჩვენ გვსურს გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და აღვნიშნოთ თქვენი უნიკალური წვლილი და მიღწევები. სწორედ ამიტომ, 2024 წლის გაზაფხულის სეზონის საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეების მასწავლებლებისთვის საჩუქრად მოვამზადეთ 100 ლარიანი ნაკრების თემატური წიგნები
ვფიქრობთ, რომ წიგნები არის სიმბოლური საჩუქარი თქვენი ცოდნისა და ძალისხმევის აღიარებისათვის. იმედი გვაქვს, რომ შერჩეული წიგნები მოგცემენ ახალ ინსპირაციის წყაროს და მოტივაციას, როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ განვითარებაში.
მადლობა თავდადებისთვის, შრომისთვის, ჯანსაღი გარემოსთვის და იმისთვის, რომ ცდილობთ ყოველი მომავალი თაობა უფრო განათლებული და წარმატებული გახადოთ. თქვენ ხართ სტიმული, რომ მოსწავლეებმა ცხოვრებაში გაატარონ ის ღირებულებები, რომლებიც თქვენგან ისწავლეს.
გისურვებთ უამრავ წარმატებას! გისურვებთ თქვენ გახდეთ გამარჯვებული მოსწავლის მასწავლებელი!
კინგსის ჯგუფი