სუპერფისუპერფინალის შედეგები

სუპერფინალის შედეგები ცნობილია!

შეგახსენებთ რომ, გამარჯვებულების გამოსავლენად 2 ივნისს გაიმართა სუპერფინალი.

სუპერფინალის შედეგები საგნების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე

მათემატიკის სუპერფინალის შედეგები

მათემატიკა დეტალურად

ქართული ენის სუპერფინალის შედეგები

ქართული ენა დეტალურად

ინგლისური ენის სუპერფინალის შედეგები

ინგლისური ენა დეტალურად





სუპერფინალის ქულების გამოთვლის წესი:

სუპერფინალის ტესტი დაყოფილია სამ ნაწილად - სექციებად. მონაწილე ტესტირებისას წერს სამივე სექციას, თუმცა ნამუშევრების გასწორებისას მოწმდება ჯერ პირველი სექციის ქულები, იმ შემთხვევაში თუ პირველ სექციაში ერთმა მონაწილემ აჯობა მეორეს, მეორე და მესამე სექციის ქულები აღარ მოწმდება და შესაბამისად გამარჯვებულიც  გამოვლენილია.

 თუ პირველ სექციაში მონაწილეებს აქვთ თანაბარი ქულები - მოწმდება მეორე სექცია. იმ შემთხვევაში თუ მეორე სექციაში ერთმა მონაწილემ აჯობა მეორეს, მესამე სექცია აღარ მოწმდება და შესაბამისად გამარჯვებული გამოვლენილია.

თუ პირველ და მეორე სექციაში დაფიქსირდება თანაბარი ქულები, ამ შემთხვევაში მოწმდება მესამე სექცია.

თუ მონაწილეთა ქულები თანხვედრაშია სამივე სექციაში, გამარჯვებულის გამოსავლენად, ტარდება დამატებითი ტური. დამატებითი ტურის შესახებ ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ ინდივიდუალურად.

ტესტის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით შენიშვნები მიიღება  4 ივნისის 18:00 საათამდე


გისურვებთ წარმატებას!