საერთაშორისო ოლიმპიადა - ფორმატის ცვლილება

Ძვირფასო საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეებო, ვინაიდან სკოლაში არსებული ღონისძიებების გამო მოგვიწია საერთაშორისო ოლიმპიადის 23 ივნისზე გადაწევა, კინგსელების ნაწილისგან მივიღეთ შეტყობინებები, რომ არდადეგებზე ქალაქგარეთ ყოფნის გამო ვერ იღებენ საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევ ტურში მონაწილეობას.



Ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროექტით დაინტერესებული და დარეგისტრირებული მონაწილის ინტერესი, შესაძლებლობის ფარგლებში, იყოს დაცული და გათვალისწინებული. 


აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტური 23 ივნისს ონლაინ ფორმატში გაიმართება, რათა თითოეულმა თქვენგანმა შეძლოს ჩართვა საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან. 


Ჩატარების დრო უცვლელია:

11:00 - ინგლისური ენა

13:00 - მათემატიკა

ტესტის წერა შესაძლებელი იქნება ბმულიდან: https://kings.ge/student/international


მოსწავლის პირად პროფილში საერთაშორისო ოლიმპიადის გვერდზე, სადაც ტესტირება ზუსტ დროს დაიწყება და გაგრძელდება 1 საათი. 


ამავე გვერდზე იქნება ვიდეომონიტორინგის ბმული, რომელზე შესვლაც სავალდებულოა. 


28 ივნისის ჩავთვლით მიმდინარეობს აპელაციის პროცესი. 

ტესტირების დასრულების შემდგომ შედგება რეიტინგული სია, რომელიც 3 ივლისს ივნისს გამოქვეყნდება. თითოეულ საკლასო კატეგორიაში რეიტინგულ სიაში ყველაზე მაღალი ქულის მქონე 20 (ან მასთან გათანაბრებული) შედეგის მქონე მოსწავლე გადავა დამატებით ტურში. 


მეტი გამჭვირვალობისათვის 22 სექტემბერს, სკოლის დაწყების შემდეგ, უკვე ფიზიკურ სივრცეში, ინიშნება დამატებითი ტური, რომლის შედეგადაც საბოლოოდ გამოვლინდება ვინ მიემგზავრება ევროპაში საქართველოს სახელით.

დამატებით ტურში მონაწილეობა ყველა გადასული მოსწავლისათვის სავალდებულოა. 


გვჯერა, რომ საქართველოს ნაკრები წელსაც ღირსეულად იასპარეზებს ლიეტუვაში და კლავ გამარჯვებული ქვეყნის ტიტულით დაბრუნდება. 


დიდ მადლობას გიხდით თითოეულ კინგსელს, ვინც ამ პროექტში მონაწილეობთ და გისურვებთ არდადეგების ბედნიერად გატარებას. 


გახსოვდეთ, თქვენი განათლებით შეგიძლიათ, გასცდეთ საზღვრებს, გააცნოთ თქვენი ქვეყანა დადებით კონტექსტში მთელს მსოფლიოს, ხოლო თქვენი ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია!