საიტი, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდე

რა გამოწვევების წინაშე ვდგებით ყოველ დღე? 


თუ მშობელი ხართ:


  • ალბათ, ბავშვს, უთხოვია სკოლის მასალაში დახმარება, რომელიც ზოგჯერ არ გახსოვთ და წიგნთან მიბრუნება გჭირდებათ - ეს კი დროს მოითხოვს;

  • გინდათ, შვილისთვის სწავლა სახალისო პროცესი იყოს და არ გიწევდეთ მუდმივად შეხსენება, რომ იმეცადინოს - გჭირდებათ, ისწავლოს თამაშ-თამაშით;

  •  გიფიქრიათ დამხმარის ყოლაზე, რომელიც მოსწავლეს ქართულად და გასაგებად ამეცადინებს - გჭირდებათ ქართულენოვანი სანდო “მასწავლებელი”;

  •  გჭირდებათ მოქნილობა, რადგან შვილს შეკითხვა 24/7-ზე შეიძლება გაუჩნდეს და სასურველია, არ გჭირდებოდეთ სახლიდან გასვლა.

  • გჭირდებათ გაიგოთ, რა საკითხები უჭირს ბავშვს; 


    ნუ დაკარგავთ ზაფხულს, გამოსცადეთ ლუპი დღესვე. ლუპის სანახავად მიჰყევით: ბმულს


რა არის ლუპი?

ლუპი არის პირველი ქართული საგანმანათლებლო პლატფორმა თამაშის ელემენტებით. 


ლუპი შექმნილია მე-2 -დან მე-9 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის და ეხმარება მოსწავლესა და მშობელს, რომ სწავლის პროცესი გახდეს უფრო მარტივი და სახალისო.


ლუპიზე შესაძლებელია:


✅ დავწეროთ თემატური ტესტები. მაგალითისთვის: მოსწავლეს უჭირს ათწილადების დამრგვალება, მას შეუძლია, გააკეთოს ამოცანები კონკრეტულად ამ თემაზე. 


✅ ვუყუროთ ვიდეო ახსნებს - მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა რა თემასაც ვერ გაიგებს უყუროს მოკლე ვიდეოს ამ თემაზე. 


✅ დროში მოგზაურობა - მოსწავლეს შეუძლია, გაიხსენოს, როგორც სხვა კლასების მასალა, ისე, შეამოწმოს რა ელოდება შემდეგ წელს სკოლაში.

✅ ლუპიზე მოსწავლეს ხვდება უამრავი ტესტი, თითოეული ახსნა-განმარტებით;

✅ ლუპის ჭკვიანი ალგორითმი ადგენს მოსწავლის ცოდნის დონეს და ურჩევს მისი ცოდნის დონის შესაბამის ტესტებს.

✅ ლუპიზე მოსწავლეს ხვდება ყოველკვირეული მისიები, რის შემდეგაც იკავებს ადგილს რეიტინგში, რაც დამატებით მოტივაციას აძლევს, რომ იყოს ტონუსში.


ლუპიზე ყველაფრის პასუხია, ლუპის სატესტო ვერსიის სანახავად მიჰყევით: ბმულს



რომ შევაჯამოთ მოსწავლისათვის ლუპი არის:

✅ სწავლა თამაშ-თამაშით. წერ ტესტებს, კითხულობ ახსნა-განმანრტებებს და აგროვებ ქულებს რეიტინგში; 


✅ თემატური ტესტები. შეგიძლია, მოახლოებული საკონტროლოსთვის იმეცადინო, რადგან ლუპიზე არის თემატური ტესტები და ირჩევ კონკრეტულ თემას, რომელიც გიჭირს და გინდა, უკეთ გაიგო. 


✅ ვიდეო ახსები. შეგიძლია, უყურო ვიდეოებს და გაიგო მეტი იმ თემებზე, რომლებიც გიჭირს ან გაინტერესებს. 


✅ დამხმარე 24/7-ზე, რომელსაც შეგიძლია, მიმართო სახლიდან გაუსვლელად. 


გაიმარტივეთ და გაიხალისეთ სასწავლო პროცესი ლუპის მეშვეობით. ლუპის სატესტო ვერსიის სანახავად მიჰყევით: ბმულს