FSA-სა და კინგსის საერთო კამპანია

ძვირფასო მშობლებო და მასწავლებლებო,


ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია, კინგსელებს სასკოლო საგნებში საკუთარი თავის გამოცდასთან ერთად, ჰქონდეთ ზოგადი ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ. სწორედ ამიტომ, ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებში არიან ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც გვეხმარებიან ზუსტი ინფორმაცია მივიტანოთ კინგსელებამდე. 

ამ ყოველივეს ემსახურებოდა Food safety alliance-სა და კინგსის საერთო კამპანია, საკვების უვნებლობის სტანდარტებისა და მისი დაცვის შესახებ სასწავლო დაწესებულებებში. 

მადლობას ვუხდით, FSA-ს პარტნიორობისათვის და ვუსურვებთ წარმატებას საქმიანობაში.

მოგიწოდებთ, გაეცანოთ თქვენთვის მომზადებულ პრეზენტაციას, გაუზიაროთ ინფორმაცია თქვენს შვილებსა და მოსწავლეებს. პრეზენტაციის ბმული

კამპანიის ფარგლებში, კინგსელების პირად პროფილებში შეიტვირთა ინფორმაციული, ილუსტრირებული პრეზენტაცია, ხოლო ქართული ენის პირველ ტურზე დახვდათ ბონუს შეკითხვები ამ თემის გარშემო (შეგახსენებთ, რომ ბონუს შეკითხვა არის შესაძლებლობა, მოსწავლემ ტესტში დაშვებული შეცდომები დააკონპენსიროს).

თემები ეხებოდა: სურსათის უვნებლობის საფუძვლებს, საკვების დაფინძურების სახეებსა და საფრთხეებს, ალერგენებს, საკვების მომზადებისა და შენახვის სტანდარტებს, ჰიგიენურ რჩევებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. 


ძალიან გვიხარია, რომ ქართული ენის პირველი ტურის მონაწილეების 90%-მა სწორად გასცა პასუხი ბონუს შეკითხვებს.

ვუსურვებთ მათ ბევრ წარმატებას