მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ გაზაფხულის სეზონზე კინგსის ოლიმპიადაში 1-ელი კლასის მოსწავლეებიც ჩაერთვებიან! 🌟
I უფასო ტურზე რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს ბმულზე: რეგისტრაცია
1-ელ კლასელები ტესტს სახლიდან გაუსვლელად დაწერენ, რათა მაქსიმალურად მოვუხსნათ გამოცდასთან დაკავშირებული მღელვარება.
მოგეხსენებათ, 1-ელი კლასი ნებისმიერ მოსწავლის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი სასწავლო წელია, რადგან ამ წელს სრულიად ახალ გარემოსთან და ადამიანებთან ადაპტაციას სწავლობენ.
გამოცდილი პედაგოგების რჩევით, აუცილებელია, შევაფასოთ რამდენად შეძლო მოსწავლემ ამ გამოწვევების მიუხედავად სასწავლო მასალის დაძლევა და შევაქოთ ყველა წარმატებით შესრულებული დავალებისთვის.
მოსწავლეების შესაქებად,1-ელ კლასში, ისევე როგორც ზედა კლასებში, დიპლომებისა და სერტიფიკატების სისტემა გამოიყენება. ამ ჯილდოს მოპოვება მოსწავლეს:
✅ მატებს თავდაჯერებულობას
✅ ხდის მის მიღწევას ხელშესახებს
✅ აძლევს მოტივაციას, მოიპოვოს ახალი ჯილდო
როგორი იქნება ოლიმპიადის ტესტი?
✅ ასარჩევი პასუხებით - მოსწავლეს თითოეული დავალების შესრულებისას რამდენიმე სავარაუდო პასუხი დახვდება, რომლიდანაც ერთის არჩევა მოუწევს;
✅ მარტივი და სახალისო – ვინაიდან ეს მოსწავლის პირველი საოლიმპიადო გამოცდილებაა ტესტი იქნება 100%-ით სასკოლო მასალის შესაბამისი, ილუსტრირებული, მარტივი ენით გადმოცემული და საინტერესო.
✅ პერსონალიზებული შედეგებით – ტესტის შემდეგ შეძლებთ, ნახოთ კონკრეტულად რომელ საკითხებს გაართვა კარგად თავი მოსწავლემ ან რომელი გაუჭირდა.
გახსოვდეთ, რომ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების აღმოჩენა ცოდნის მიღების უმთავრესი ნაბიჯია.
თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ I უფასო ტურზე, მიჰყევით ბმულს: რეგისტრაცია
რამდენი ტურისგან შედგება 1-ელი კლასის ოლიმპიადა?
1-ელი კლასის ოლიმპიადა 2 ტურისგან შედგება.
რამდენი შეკითხვა იქნება ტესტში?
ტესტში 30 შეკითხვა შეგხვდებათ. იხილეთ დეტალური მიმოხილვა: მიმოხილვა
როდის შევძლებთ ტესტის დაწერას?
ტესტის დაწერა 24 მარტიდან (ორშაბათიდან) 28 მარტამდე (პარასკევამდე) ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი, რეკომენდაციას ვუწევთ 24 მარტს წერას, რათა რაიმე შეკითხვის/პრობლემის არსებობის შემთხვევაში დროულად მოგვმართოთ.
სად გამოჩნდება ტესტი?
ტესტი მოსწავლის პირად პროფილში გამოჩნდება. ასევე ტესტის დაწერის ბმული რეგისტრაციისას მითითებულ ნომერზე გამოგეგზავნებათ.
არის თუ არა საჭირო კამერა და მიკროფონი?
ტესტის წერისას კამერა და მიკროფონი არ არის საჭირო.
რა დრო აქვს მოსწავლეს ტესტის დასაწერად?
ტესტის ჩართვიდან მოსწავლეს ზუსტად 1 საათი (60 წუთი) აქვს ტესტის დასაწერად.