კინგსელის სავიზიტო ბარათის შესახებ

2025 წლიდან ყველა კინგსელს საკუთარი სავიზიტო ბარათი ექნება!

ბარათი გამოიყენება:

ოლიმპიადაზე საჭირო ინფორმაციის (კოდი, სახელი, გვარი…) კომპაქტურად შესანახად და მარტივად მოსაძიებლად.

როდესაც მოსწავლე მოდის ოლიმპიადაზე თან მოაქვს ბარათი. შედეგად არ ეშლება პასუხის ფურცელზე საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის შევსება.

ბარათის ქონა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ზოგჯერ ავიწყდებათ პირადი ინფორმაციის ნაწილი ან ავსებენ მცდარად.

ბარათზე შემდეგი შესავსები ველები დაგხვდებათ:

🔸  უნიკალური კოდი - რეგისტრაციის შემდეგ თითოეულ მოსწავლეს პირადი პროფილი ექმნება და 6 ნიშნა უნიკალური კოდი ენიჭება. ამ კოდის ნახვა პროფილის მარცხენა ზედა კუთხეშია შესაძლებელი.

🔸  სახელი, გვარი - ისევე როგორც რეგისტრაციისას, ამ ველში უნდა ჩაიწეროს მოსწავლის სახელი და გვარი. სწორად ჩაწერილი სახელი და გვარი გვეხმაება, მოსწავლის სერტიფიკატი და დიპლომი უხარვეზო იყოს.

🔸  კლასი - ამ ველში მიუთითეთ თუ რომელ კლასში სწავლობს მოსწავლე. (ციფრის ჩაწერა საკმარისია. მაგ: 1 ან 2 ან 3 და ა.შ)

🔸  ტელეფონის ნომერი - ამ ველში ჩაწერეთ ის ტელეფონის ნომერი, რომელსაც აქტიურად იყენებს მშობელი ან მოსწავლე, რათა არ გამოგრჩეთ ოლიმპიადასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი სიახლე.
 

სად ავიღოთ ბარათი?

მიმდინარე თვის განმავლობაში ბარათები საქართველოს ყველა სკოლას მიეწოდება, ამიტომ ბარათის ასაღებად არსად წასვლა საჭირო არაა. ბარათს პირდაპირ თქვენი სკოლა გადმოგცემთ.

თუკი ჯერ არ დარეგისტრირებულხართ, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: რეგისტრაცია


კინგსის გუნდის სახელით გისურვებთ წარმატებას!