მე-6 კლასის ინგლისური ენის ტესტის მიმოხილვა

I ტურის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 5 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან. ტესტის გამსვლელი ქულაა 35.

#1 გამოტოვებების შევსება - ეს სავარჯიშო 15 ქულიანია და 5 საკითხისგან შედგება, შესაბამისად თითო საკითხის ქულა 3-ია.


პირველ სავარჯიშოში მონაწილემ უნდა შეავსოს წინადადებაში გამოტოვებული ადგილები.

Choose the correct word A, B or C that will best fit in the blank.

მაგალითად მოცემულია:  George is …. boy in his class.
A. the shortest B.  shorter C.  the most shortest


#2 წაკითხულის გააზრება - ეს სავარჯიშო 15 ქულიანია და 5 საკითხისგან შედგება, შესაბამისად თითო საკითხის ქულა 3-ია. 


Task 2. Reading Comprehension: Read the text and based on the information given in the text choose A, B or C.

მეორე დავალებაში მოცემული იქნება ტექსტი, რომელიც უნდა წაიკითხოს მოსწავლემ და ამ ტექსტზე დაყრდნობით გასცეს პასუხი დასმულ შეკითხვებს. 


#3 სიტყვების განმარტება - ეს სავარჯიშო 15 საკითხისგან შედგება და 30 ქულიანია, შესაბამისად თითო საკითხის ქულა 2-ია.

მესამე დავალებაში მოცემულია განმარტება, რომელსაც მონაწილემ შესაბამისი სიტყვა უნდა მოუძებნოს. 

Match the words A, B or C with their definition.


მაგალითად, მოცემულია:  opposite of ugly
A. beautiful B. smart C. good

#4 სინონიმური მნიშვნელობა - ეს სავარჯიშო 10 საკითხისგან შედგება და 20 ქულიანია, შესაბამისად თითო საკითხის ქულა 2-ია.

მეოთხე სავარჯიშოში მოცემულია წინადადებები ხაზგასმული ფრაზებით. მონაწილემ უნდა აირჩიოს სიტყვა, რომელსაც ხაზგასმული ფრაზის სინონიმური მნიშვნელობა აქვს. 

Choose the appropriate word to substitute for the underlined idiomatic expression in each sentence below:

მაგალითად მოცემულია: Tamar, sit down, please.

  1. take a seat    B. stand up    C. turn over

#5 გრამატიკა - ეს სავარჯიშო 10 საკითხისგან შედგება და 20 ქულიანია, შესაბამისად თითო საკითხის ქულა 2-ია.

მეხუთე დავალება ეხება წინადადებაში გამოტოვებული ადგილების შევსებას. Choose the correct form A, B or C that will best fit in the blank. Sample: Everyone --- to win the championship

  1. Wants     B. want   C. are wanting


ტესტს თან ახლავს ბონუს დავალება, რომელიც მონაწილეს საშუალებას აძლევს მოიპოვოს ბონუს ქულები. 

ბონუს სავარჯიშო 5 საკითხისგან შედგება და 20 ქულიანია. ეს დავალება ჩვენი პარტნიორებისგან წახალისებაა, რომ მოსწავლეებმა დააგროვონ დამატებითი ქულები.

იმედია, ჩვენი მიმოხილვა დაგეხმარებათ უკეთ მოემზადოთ ოლიმპიადისთვის და გადახვიდეთ მომდევნო ტურში.

დამატებით სამეცადინოდ ნახეთ ოლიმპიადის  მოსამზადებელი კურსი

კურსის ნახვა

მოსამზადებელი კურსის უპირატესობები:

✅ ოლიმპიადის სტრუქტურის იდენტური სტრუქტურა - მოსწავლე მეცადინეობს ოლიმპიადის მსგავს საკითხებში;

✅ შედეგების გადახედვა - ტესტის დასრულების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია გადახედოს ტესტს და გაიგოს რა შეეშალა; 

✅ დროის მთვლელი - ტესტებს აქვს დროის მთვლელი, რომელიც ეხმარება მოსწავლეს ისწავლოს დროის მართვა; 


ჩვენ კინგსელები ვართ და ჩვენი წარმატება გვაერთიანებს!