მშობლიური, ქართული, ენის ოლიმპიადა - შემაჯამებელი სტატია

2025 წლის გაზაფხულის სეზონზე კინგსის ქართული ენის ოლიმპიადაზე კვლავ აქტიურობა და ყველა რეგიონის ჩართულობა დაფიქსირდა, რისთვისაც თითოეულ მონაწილეს, პედაგოგსა და სკოლას უდიდეს მადლობას გიხდით!

საქართველოს 1400 სკოლიდან, ათასობით მოსწავლეს საქართველოს 25-მა ქალაქმა უმასპინძლა! გვიხარია, რომ მშობლიური ენისადმი ინტერესი ასეთი დიდია. 

მე-2 დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის ქართული ენის ოლიმპიადის ფინალის შედეგები 6 მაისს, სამშაბათს, 16:00-ზე გამოქვეყნდება. 

შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება მოსწავლის პირად პროფილში, შედეგების გვერდზე. 

ფინალში მონაწილე ყველა მოსწავლე შემდეგ სემესტრში ციფრული სერტიფიკატითა თუ დიპლომით დაჯილდოვდება, რომელიც მსოფლიოს 7 ქვეყანაშია ცნობადი: 

დაგროვებული ქულა

ჯილდო

1-70 ქულა ფინალში

სერტიფიკატი

71-80 ქულა ფინალში

III ხარისხის დიპლომი

81 -90 ქულა ფინალში

II ხარისხის დიპლომი

91 - 100 ქულა ფინალში

I ხარისხის დიპლომი


აქვე შეგახსენებთ, 1-ელი კლასის მოსწავლეებისათვის ოლიმპიადის წერა ონლაინ, მოსწავლის პირადი პროფილიდანაა შესაძლებელი და მიმდინარეობს 8 მაისის 18:00-მდე. 

კინგსის გუნდი კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მშობლიური ენის ოლიმპიადაზე ასპარეზობისათვის და გისურვებთ წარმარებას!