2025 წლის გაზაფხულის სეზონზე Tether, რომელიც არის პირველი სტაბილური კრიპტოვალუტის (ცნობილი როგორც USDt) მფლობელი კომპანია მსოფლიოში
ყველა კლასის მოსწავლისათვის
ციფრული ფინანსების საგანმანათლებლო კამპანიას ატარებს. კამპანიის ფარგლებში შეგიძლია გაეცნო:
💎 ილუსტრირებულ მასალას შენი პირადი პროფილის კამპანიის სექციაში
💎 სავარჯიშო ტესტებს ფინანსების შესახებ
💎 მათემატიკურ ტესტებს ფინანსების მართვაზე, მათემატიკის ოლიმპიადაზე
11 მაისს თეზერისგან მათემატუკური ბონუს ამოცანები გელოდება,
რომლებიც მათემატიკის ტესტში დამატებითი ქულების დასაგროვებლად/შეცდომების დასაკომპენსირებლად გამოგადგება.
მაგალითად შეგხვდება ამოცანები:
II კლასი
დათოს არც ერთი ციფრული მონეტა არ აქვს. ლიკა დათოს 2 ციფრულ მონეტას სჩუქნის.
რამდენი ციფრული მონეტა აქვს საჩუქრის მიღების შემდეგ დათოს?
A. 0 B. 1 C. 2
III კლასი
ფიქრიას 10 ციფრული მონეტა აქვს. მას უნდა, ეს 10 მონეტა თანაბრად გაუნაწილოს 2 მეგობარს: ირაკლის და მარიამს.
რამდენ მონეტას მიიღებს მარიამი?
A. 10 B. 5 C. 2
IV კლასი
თუ 1 USDt უდრის 1$-ს, რა ღირს 20 USDt?
A. 2$ B. 20$ C. 200$
V კლასი
ლევანი წელიწადში 10 ბიტკოინს გამოიმუშავებს.თუ ლევანი კიდევ 3 წელი იმუშავებს იმავე ხელფასზე,
დამატებით რამდენ ბიტკოინს დააგროვებს ის?
A. 10 B. 40 C. 30
VI კლასი
კონცერტის ბილეთი ღირს 500 USDt. თქვენ ამჟამად არ გაქვთ დანაზოგი.
თუ დაზოგავთ 50 USDt-ს თვეში, რამდენი თვე დასჭირდება კონცერტის ბილეთის შეძენას?
A. 5 თვე B. 20 თვე C. 10 თვე
VII კლასი
თუ 1 USDt უდრის 1$. ავიაბილეთი ღირს 4000 USDt. თქვენ ამჟამად არ გაქვთ დანაზოგი. თ
უ დაზოგავთ 50 USDt-ს თვეში, რამდენი თვე დასჭირდება ავიაბილეთის შეძენას?
A. 5 თვე B. 6 თვე C. 80 თვე
VIII კლასი
დავითი ბებია ყოველთვიურად საკუთარი დანაზოგიდან 1.5 BTC-ს იყენებს.
თუ ის ხარჯვას 90 BTC-ით იწყებს, რამდენ თვეს ეყოფა დათოს საკუთარი დანაზოგი?
A. 45 თვე B. 60 თვე C. 135 თვე
IX კლასი
1 USDt უდრის 1$-ს. კომპანია ყიდის აქციებს. ერთი აქცია 400 USDt ღირს. თუ 70 ადამიანი იყიდის ამ კომპანიის თითო-თითო აქციას,
რამდენი დოლარის შემოსავალს მიიღებს კომპანია?
A. 2 800 დოლარს B.70 000 დოლარს C.28 000 დოლარს
X კლასი
ვანომ 2023 წელს იყიდა 0.2 ბიტკოინი (BTC), როდესაც ბიტკოინის ფასი იყო $42,000.
ერთი კვირის შემდეგ ბიტკოინის ფასი $48 000-მდე გაიზარდა. რამდენი დოლარის ტოლ მოგებას მიიღებდა ვანო, თუ ის გაყიდიდა თავის ბიტკოინს ახალი ფასით?
A) 2 400 დოლარი B. 6 000 დოლარი C. 1 200 დოლარს
XI-XII კლასები
თუკი ბიტკოინში 40 000 დოლარის ტოლ ინვესტიციას აკეთებთ, მაშინ როცა 1 ცალი ბიტკოინი 100 000 დოლარი ღირს.
რამდენ ბიტკოინის მფლობელი ხდებით ამ ინვესტიციით?
A. 0.2 BTC B. 4 BTC C. 0,4 BTC
გარდა დამატებითი ქულებისა, მათემატიკის ოლიმპიდის გამარჯვებული ერთი მოსწავლისათვის Tether წამახალისებელ პრიზს - ლეპტოპს აწესებს!
პრიზის მოსაპოვებლად საჭიროა:
💎 დააგროვო საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი ქულა მათემატიკის ფინალურ ტურში;
💎 მაქსიმალურად სწორად უპასუხო თეზერის ბონუს დავალებებს მათემატიკის სუპერფინალზე,
რადგან ფინალური ქულის დამთვევის შემთხვევაში სწორედ ამ დავალებების სისწორეს მიექცევა ყურადღება;
თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხარ მათემატიკის ოლიმპიადაზე, ამ ბმულს მიჰყევი: რეგისტრაცია
Tether გისურვებს წარმატებულ ასპარეზობას!