მათემატიკის ფინალური ტურის განრიგი

მათემატიკის ფინალური ტური მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის 25 მაისს გაიმართება!
ჩატარების საათები უცვლელია:
🔶 10:00 - მე-5, მე-6, მე-9 და მე-10 კლასები
🔶 12:00 - მე-3, მე-11-12 კლასები
🔶 14:00 - მე-4, მე-7 და მე-8 კლასები
🔶 16:00 - მე-2 კლასი
ჩატარების მისამართები იხილეთ ბმულზე: განრიგი
ფინალის საფასური 29 ლარს შეადგენს. გადახდის ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: გადახდა
შეგახსენებთ, რომ ფინალური ტურის ყველა მოსწავლეს ფინალში დაფიქსირებული შედეგების მიხედვით დამსახურების შესაბამისი, 7 ქვეყანაში ცნობადი ბეჭდური სერტიფიკატი გაეგზავნება სკოლაში:
🔷 1 - 29 ქულა ფინალში: სერტიფიკატი
🔷 30 - 34 ქულა ფინალში: III ხარისხის დიპლომი
🔷 35 - 44 ქულა ფინალში: II ხარისხის დიპლომი
🔷 45 - 50 ქულა ფინალში: I ხარისხის დიპლომი
თითოეულ ფინალისტს გილოცავთ I ტურში დაფიქსირებულ შედეგებს და გისურვებთ წარმატებულ ასპარეზობას.
რაც შეეხება 1-ელი კლასის მოსწავლეებს, I ტურის წერა 20 მაისს 16:00-ზე დასრულდება და ფინალში გადასული მოსწავლეები ფინალს online, 27 მაისის 12:00-დან დაწერენ.