მიმდინარე წლის 22 ივნისს, კინგსის 2026 წლის გაზაფხულის სეზონის ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
სეზონის განმავლობაში პროექტის მხარდამჭერი და მეგობარი ტრადიციულად ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“ იყო. “კინგსისა და “ავერსის” მეგობრობა უკვე წლებია გრძელდება და განათლების მიღების პროცესის წახალისებას ემსახურება.
ღონისძიებაზე, რომელიც სეზონის საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეების დაჯილდოებას მიეძღვნა, „ავერსმა“ პირველადგილოსანი კინგსელები კომპანიის სპეციალური სასაჩუქრე კალათებით დააჯილდოვა.
ოფიციალური ნაწილის გარდა, კომპანიამ მოსწავლეებისთვის დამატებითი ინტერაქციული გათამაშება მოაწყო, რომლის ფარგლებშიც კიდევ 20 კინგსელს გადაეცა „ავერსის“ ბრენდირებული სასაჩუქრე ყუთები (Gift Box).
ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა „ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის მენეჯერი, ნუკა შარვაშიძე:
“ავერსისთვის ყოველთვის პრიორიტეტულია იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდების განათლებას, მოტივაციასა და განვითარებას ემსახურება. მოხარულები ვართ, რომ კინგსთან თანამშრომლობით შესაძლებლობა მოგვეცა, წვლილი შეგვეტანა ამ წარმატებული სეზონის შეჯამებაში და დაგვეჯილდოებინა მოსწავლეები, რომლებმაც საუკეთესო შედეგები აჩვენეს.“
კინგსის გუნდი დიდ მადლობას უხდის კომპანია „ავერსს“ სეზონის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის, დაჯილდოების დღეს მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული განწყობის შექმნისა და საგანმანათლებლო ინიციატივების წახალისებისთვის.