დიდი სიახლე: კინგსში ვარსკვლავების სეზონი დაიწყო!


ძვირფასო კინგსელებო და მშობლებო,


სიხარულით გაცნობებთ, რომ 2026 წლის შემოდგომის სეზონიდან კინგსში ამოქმედდა ვარსკვლავების სისტემა, რომლის მიხედვითაც მოსწავლის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი მეტად დაფასებულია.

რეგისტრაცია, პირველი ტურისთვის მომზადება, მონაწილეობა, შედეგის ნახვა და სხვა მრავალი აქტივობა კინგსელის პროფილში ვარსკვლავთმრიცხველზე აღირიცხება.
რა არის ვარსკვლავი?
ვარსკვლავი მოსწავლის აქტიურობის პატარა, მაგრამ ბრწყინვალე სიმბოლოა.  ვარსკვლავები შემდეგი აქტივობებით გროვდება: 


რეგისტრაცია
5
I ტურზე გამოსვლა
10
ფინალზე მონაწილეობა
45
მოსამზადებელი ტესტის დაწერა
8
ლიგაზე მონაწილეობა
50
სერტიფიკატის მოპოვება
15
მე-3 ხარისხის დიპლომის მოპოვება
20
მე-2 ხარისხის დიპლომის მოპოვება
25
1-ელი ხარისხის დიპლომის მოპოვება
30
100% ქულის დაფიქსირება ფინალზე
15

პრინციპი მარტივია: რაც მეტ ნაბიჯს გადადგამ, მით მეტი ვარსკვლავი და მით მეტი სიურპრიზი დაგხვდება წინ.
რა არის მისია?

გარდა ოლიმპიადებსა და კინგსის სხვა პროექტებში აქტიურობისა, მალე დაემატება მისიების სექციაც - პატარა, სახალისო გამოწვევების სერია, რომელთა შესრულებითაც დამატებით ვარსკვლავებს დააგროვებ.

მაგალითად: მიღწევის გაზიარება, ქვიზში ძალების გამოცდა, ტესტის შედეგების ნახვა, გაანალიზება და ასე შემდეგ.

საბოლოოდ, კინგსელებს ექნებათ საშუალება, დაგროვებული ვარსკვლავების შესაბამისად საკუთარი სტატუსი განაახლონ და ვარსკვლავები წამახალისებელ საჩუქრებში გადაცვალონ

შენ უკვე შეგიძლია გადადგა შენი პირველი ნაბიჯი ამ სეზონზე - დარეგისტრირდე და მიიღო 5 ვარსკვლავი ყოველ საგანზე.

რისი გაკეთება შეგიძლია ახლავე?

დარეგისტრირდი: აქ

კინგსის გუნდი ვარსკვლავურ სეზონს გისურვებს!