კინგსის ოლიმპიადის 2026 წლის გაზაფხულის სეზონი რეკორდული მასშტაბით დასრულდა. ათასობით მოსწავლის დიპლომი და სერტიფიკატი სკოლებს უკვე გაეგზავნა, დაჯილდოვდნენ სეზონის გამარჯვებულები, აქტიური მასწავლებლები და სკოლები.
შემოდგომის სეზონი კი მნიშვნელოვანი სიახლეებით იწყება: ოლიმპიადებს სამი ახალი საგანი ემატება და ამოქმედდა ვარსკვლავების სისტემა, რომელიც მოსწავლის ყოველ ნაბიჯს დააფასებს.
📊 2026 წლის გაზაფხულის სეზონი დიდ რიცხვებში
📜 გაზაფხულის სეზონის შედეგები
საგნობრივი ოლიმპიადების ფინალური ტურის შედეგად დიპლომი ან სერტიფიკატი 27 000-ზე მეტმა მოსწავლემ დაიმსახურა. ჯილდოები საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში არსებულ 2000-ზე მეტ სკოლას გავუგზავნეთ. მოსწავლეებისთვის მათი გადაცემა საშუალოდ 10 დღე გაგრძელდება.
ეს შედეგები თითოეული მოსწავლის შრომის, მიზანდასახულობისა და ინტელექტუალური ზრდის დასტურია. ისინი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ როცა მშობელს, მოსწავლეს, მასწავლებელსა და სკოლას საერთო მიზანი აერთიანებს, წარმატება გარდაუვალია. ეს მიზანი ახალი ცოდნის შეძენა და გამყარებაა.
🏆 გამარჯვებულების, მასწავლებლებისა და სკოლების დაჯილდოება
ჩვენმა პარტნიორმა, ალტამ, სეზონის 99 გამარჯვებული, მათ შორის პირველკლასელები, ტექნიკით დააჯილდოვა. მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით გამარჯვებულებს კი კინგსის შემეცნებით-გასართობი ბანაკის 100%-იანი დაფინანსების ვაუჩერი გადაეცათ.
მასწავლებლების შრომისა და აქტიურობის დასაფასებლად კინგსის მასწავლებლების ფონდმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 150 მასწავლებელი დააჯილდოვა. დაჯილდოება გაზაფხულის სეზონის შედეგებს ეფუძნება.
ამ სეზონზე პირველად საპატიო ჯილდო ყველაზე აქტიურ 100 სკოლას გავუგზავნეთ. გვჯერა, რომ ეს ჯილდოები ღირსეულ ადგილს დაიკავებს ჩვენი მეგობარი სკოლების მიღწევების კუთხეში და მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი წარმატებებისკენ უბიძგებს.
💛 მადლობა პარტნიორებს
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ყველა პარტნიორ ორგანიზაციას. მათი მხარდაჭერის გარეშე მოსწავლეების, პედაგოგებისა და სკოლების ამ მასშტაბით წახალისება შეუძლებელი იქნებოდა.
ამ სეზონზე გადაცემული თითოეული ჯილდო ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგია. თქვენი ჩართულობა კი უშუალოდ ემსახურება ქვეყნის მომავალი თაობის განათლების დონის ამაღლებას.
მადლობას ვუხდით ასევე მშობლებს, მასწავლებლებს, სკოლების ადმინისტრაციებს და თითოეულ კინგსელს, რომლებიც ამ პროცესის აქტიური მონაწილეები არიან.
🍂 შემოდგომის სეზონი: ოლიმპიადები მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით
2026 წლის შემოდგომის სეზონზე საგნობრივი ოლიმპიადები მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით ჩატარდება. საგნების ჩამონათვალს სამი ახალი საგანი დაემატა:
⭐ სტრატეგიული გადაწყვეტილება: ვარსკვლავების სისტემა
კინგსის კვლევებმა და მოსწავლეთა შედეგების სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ოლიმპიადებში რეგულარულად ჩართული მოსწავლეები სეზონიდან სეზონამდე აუმჯობესებენ შედეგებს და სწავლას მეტი მოტივაციით ეკიდებიან.
სწორედ ამ დასკვნებს ეფუძნება ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილება: 2026 წლის შემოდგომის სეზონიდან კინგსში ვარსკვლავების სისტემა ამოქმედდა. მისი მიზანია, კიდევ უფრო წაახალისოს მოსწავლეთა ჩართულობა საგანმანათლებლო აქტივობებში და ამით გაზარდოს მათი მოტივაცია სწავლის მიმართ.
სისტემა მე-9 კლასის ჩათვლით მოსწავლეებზე ვრცელდება. ამიერიდან მოსწავლე ვარსკვლავებს აგროვებს კინგსში გადადგმული ყოველი ნაბიჯით, რომელიც სწავლის მიმართ ინტერესს გამოხატავს. დაგროვება რეგისტრაციიდანვე იწყება და მთელი სეზონის განმავლობაში გრძელდება. ვარსკვლავები მოსწავლის პირად პროფილში, ვარსკვლავთმრიცხველზე აისახება.
✨ როგორ გროვდება ვარსკვლავები
🦸🏻👾 მისიები, სტატუსი და საჩუქრები
მოსწავლის პირად პროფილში ეტაპობრივად გამოჩნდება მისიები. ეს სახალისო გამოწვევებია, რომელთა შესრულებით დამატებითი ვარსკვლავების მოპოვება იქნება შესაძლებელი. მაგალითად: მიღწევის გაზიარება, ქვიზში ძალების მოსინჯვა, ტესტის შედეგების ნახვა და გაანალიზება.
დაგროვებული ვარსკვლავების მიხედვით კინგსელები შეძლებენ, განაახლონ საკუთარი სტატუსი და ვარსკვლავები წამახალისებელ საჩუქრებში გადაცვალონ.
ამრიგად, კინგსში ფასდება არა მხოლოდ შედეგი, არამედ მონაწილეობაც.
📝 რეგისტრაცია უკვე დაწყებულია
შემოდგომის სეზონის საგნობრივ ოლიმპიადებზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. დარეგისტრირდით სასურველ საგნებზე. მე-9 კლასის ჩათვლით მოსწავლეები თითოეულ საგანზე რეგისტრაციისთვის 5 ⭐-ს მიიღებენ.
🔗 რეგისტრაცია: ბმული
გაუზიარეთ ეს სიახლე ნაცნობ კინგსელებს, რომ არც ერთმა არ გამოტოვოს.
კინგსის გუნდი ყველა მოსწავლეს წარმატებულ და ვარსკვლავურ სეზონს უსურვებს! 🌟
#წარმატებაგვაერთიანებს