ინგლისური ენის ოლიმპიადა: I უფასო ტურის ტესტების მიმოხილვა

კინგსის 2026 წლის შემოდგომის სეზონის ინგლისური ენის ოლიმპიადის I უფასო ტური მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის 18 ოქტომბერს, ფიზიკურ სივრცეში გაიმართება.


ტურისთვის უკეთ მოსამზადებლად გთავაზობთ თითოეული კლასის ტესტის მიმოხილვას. მიმოხილვაში ნახავთ ტესტის სტრუქტურას, დავალებების ტიპებსა და ქულებს, ასევე თითოეული დავალების ამოხსნილ მაგალითს. მიმოხილვა ორ ენაზეა: ჯერ ქართულად, შემდეგ ინგლისურად.


📄 I ტურის ტესტების მიმოხილვა:

[მე-2 კლასის მიმოხილვა]

[მე-3 კლასის მიმოხილვა]

[მე-4 კლასის მიმოხილვა]

[მე-5 კლასის მიმოხილვა]

[მე-6 კლასის მიმოხილვა]

[მე-7 კლასის მიმოხილვა]

[მე-8 კლასის მიმოხილვა]

[მე-9 კლასის მიმოხილვა]

[მე-10 კლასის მიმოხილვა]

[მე-11-12 კლასების მიმოხილვა]


📋 ტესტის სტრუქტურა მოკლედ:

• მე-2 და მე-3 კლასები: 30 შეკითხვა (100 ქულა) + 5 ბონუს შეკითხვა (25 ქულა)

• მე-4-დან მე-11-12 კლასების ჩათვლით: 40 შეკითხვა (100 ქულა) + 5 ბონუს შეკითხვა (25 ქულა)

ყველა შეკითხვა დახურული ტიპისაა: სამი სავარაუდო პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი. ბონუს ქულებით მოსწავლეს შეუძლია ტესტში დაშვებული შეცდომები აანაზღაუროს.


🕒 I ტურის განრიგი - 18 ოქტომბერი:

🔵 10:00 - მე-5, მე-7 და მე-8 კლასები

🟣 12:00 - მე-2 და მე-6 კლასები

🟡 14:00 - მე-4 და მე-9 კლასები

🔴 16:00 - მე-3, მე-10 და მე-11-12 კლასები


📚 მოსამზადებელი კურსი

დამატებით სამეცადინოდ მოსწავლის პროფილში ხელმისაწვდომია ოლიმპიადის მოსამზადებელი ტესტები.


მოსამზადებელი კურსის უპირატესობები:

✅ ოლიმპიადის იდენტური სტრუქტურა - მოსწავლე ვარჯიშობს ოლიმპიადის მსგავს დავალებებზე;

✅ შედეგების გადახედვა - ტესტის დასრულების შემდეგ მოსწავლე ხედავს, სად დაუშვა შეცდომა;

✅ დროის მთვლელი - ტესტს აქვს ტაიმერი, რომელიც მოსწავლეს დროის სწორად განაწილებაში ეხმარება.


📍 I უფასო ტურის ჩატარების მისამართები:

აბაშა - I საჯარო სკოლა, ჯორჯიკიას ქ. 12

ახალციხე - I საჯარო სკოლა, მიქუტიშვილის ქ. 2

ახალქალაქი - ახალქალაქის უნივერსიტეტი, აღმაშენებლის ქ. 119

ბათუმი - პროგრესი, შამილაძის ქ. 30

ბოლნისი - V საჯარო სკოლა, დავით აღმაშენებლის ქ. 86

გარდაბანი - I საჯარო სკოლა, აღმაშენებლის ქ. 24

გორი - ამერიკის უნივერსიტეტის სკოლა, ცხინვალის გზატკეცილი N9

გურჯაანი - ა(ა)იპ „გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება“, ნონეშვილის გამზირი 2

ზესტაფონი - კერძო სკოლა ანაბასისი, ფარნავაზის ქ. 4ა

ზუგდიდი - IV საჯარო სკოლა, ც. დადიანის ქ. 8

თელავი - V საჯარო სკოლა, კვირიკე დიდის ქ. 43

კასპი - კასპის პროფესიული კოლეჯი, აღმაშენებლის ქ. 168ვ

ლაგოდეხი - ჩემი ევროპული სკოლა, 9 აპრილის ქ. 42

მარნეული - VI საჯარო სკოლა, ნიკოლოზ მუსხელიშვილის ქ. 1

ოზურგეთი - I საჯარო სკოლა, ნინოშვილის ქ. 7

რუსთავი - XXI საჯარო სკოლა, მესხიშვილის II გასასვლელი 3

საგარეჯო - IV საჯარო სკოლა, კოსტავას ქ. 1

სამტრედია - II საჯარო სკოლა, ნიკოლაძის ქ. 54

სენაკი - სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმი, რუსთაველის ქ. 198

ფოთი - II საჯარო სკოლა, ნინო ჟვანიას ქ. 7

ქობულეთი - V საჯარო სკოლა, თხილაიშვილის ქ. 42ა

ქუთაისი - 41-ე საჯარო სკოლა, რუსთაველის გამზირი 127

ჩხოროწყუ - II საჯარო სკოლა, გობეჩიას ქ. 3

წალენჯიხა - II საჯარო სკოლა, ზვიად გამსახურდიას ქ. 1

ჭიათურა - I საჯარო სკოლა, ნინოშვილის ქ. 50

ხაშური - III საჯარო სკოლა, რუსთაველის ქ. 50

ხონი - III საჯარო სკოლა, შამათავას ქ. 16


თბილისი:

🔷 პარტნიორი სკოლები - თბილისის №136, №159, №160 და №173 სკოლები კინგსის პარტნიორი სკოლებია. ამ სკოლებში I ტურს მხოლოდ იმავე სკოლის მოსწავლეები დაწერენ.

🔷 ვაკე-საბურთალოს სკოლების მოსწავლეებისთვის ([სკოლების ჩამონათვალი](ბმული)) - 122-ე საჯარო სკოლა, პეტრე ქავთარაძის ქ. 42

🔷 მცხეთისა და დუშეთის სკოლების მოსწავლეები I ტურს დაწერენ თბილისში, 122-ე საჯარო სკოლაში, პეტრე ქავთარაძის ქ. 42

🔷 ისანი-სამგორის სკოლების მოსწავლეებისთვის ([სკოლების ჩამონათვალი](ბმული)) - კერძო სკოლა მოძღვარი, პეტრე და იოსებ ოცხელების ქ. 12

🔷 დიდი დიღმის, დიღმის მასივის, გლდანის, თემქისა და მუხიანის სკოლების მოსწავლეებისთვის ([სკოლების ჩამონათვალი](ბმული)) - 140-ე საჯარო სკოლა, დიღმის მასივი, V კვარტალი

🔷 გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის სკოლების მოსწავლეებისთვის ([სკოლების ჩამონათვალი](ბმული)) - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, XI სასწავლო კორპუსი, გურამიშვილის გამზირი №17


📝 შეგახსენებთ: თუ მოსწავლეს ჯერ არ გაუვლია რეგისტრაცია, აუცილებლად დარეგისტრირდით ბმულზე: [რეგისტრაცია](https://www.kings.ge/student)


გისურვებთ წარმატებას! 🍀