ელექტრონული დაფა - ოლიმპო

ახალი სიტყვა ქართულ საგანმანათლებლო სფეროში!


საქართველოს მასშტაბით ყველა მოსწავლეს, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული, კინგსი აღიარების ინოვაციურ მოდელს სთავაზობს. ეს არის ოლიმპო - წარმატებულ მოსწავლეთა ელექტრონული დაფა - ყველაზე დიდი სივრცე, სადაც შეგიძლია თვალი ადევნო საკუთარ, მეგობრებისა და კლასელების მიღწევებს, დააგროვო ქულები და მოიპოვო მედლები. 


ეს არ უნდა გამოგრჩეს! 25 მარტს ინგლისური ენის ოლიმპიადაზე 25 000 კინგსელი გაერთიანდება, რათა პირველებმა მოიპოვონ ქულები და მოხვდნენ ოლიმპოზე - წარმატებულ მოსწავლეთა ელექტრონულ დაფაზე.


 
⦁    როგორ ხვდება მოსწავლე საუკეთესო მოსწავლეთა ელექტრონულ დაფაზე?
მოსწავლე ოლიმპოზე ხვდება პლატფორმასა და ოლიმპიადაზე დაგროვებული ქულების ჯამით; მოდი 25 მარტს ინგლისური ენის ოლიმპიადაზე, მიიღე სერტიფიკატი და კუთვნილი ადგილი ელექტრონულ დაფაზე!


⦁    როგორ დგება რეიტინგი?
რეიტინგი სხვადასხვა პრინციპით დგება. შენ შეგიძლია ნახო საკუთარი სკოლის, ქალაქის, ქვეყნის რეიტინგული სია ერთი ან სამივე საგნის (ინგლისური ენა, ქართული ენა, მათემატიკა) მიხედვით.


⦁    რისთვის გროვდება ქულები?
დაგროვებული ქულებით იღებ მედლებს, რომლებსაც კინგსი სახლში მოგიტანს:
თითოეულ საგანში 200 ოქროს ქულა უდრის 1 ოქროს მედალს; 
175 ვერცხლის ქულა უდრის 1 ვერცხლის მედალს;
150 ბრინჯაოს ქულა უდრის 1 ბრინჯაოს მედალს.


პლატფორმა, ოლიმპიადა და ოლიმპო - ეს არის მარათონი - მეტი, ვიდრე ოლიმპიადა -რომელიც საქართველოს ყველა მოსწავლეს გააერთიანებს.
გაიაქტიურე გრანტი ახლავე და მიიღე მარათონში მონაწილეობა 20 ლარად!

 

                                                                                            მოითხოვე გრანტი აქ