ქართული ენის ოლიმპიადის I ტური ჩატარდა

კინგსის ქართული ენის ყველაზე მასშტაბურ ოლიმპიადაზე კინგსელი მოსწავლეები და მასწავლებლები ქართული ენის დასაცავად დაირაზმნენ.

 

ოლიმპიადა საქართველოს 33 ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა ათასობით მოსწავლემ მიიღო.

 

ქართული ენის ოლიმპიადის ფარგლებში, ქართული ენის დამცველთა რაზმი შეიქმნა, სადაც ათასობით მოსწავლე, მასწავლებელი, ცნობილი მწერალი და ორგანიზაცია გაერთიანდა. ისინი ქართულ ენას ბარბარიზმებისგან იცავდნენ.

 

 

ოლიმპიადაზე რაზმელმა კინგსელებმა, საჩუქრები მიიღეს, ესენია:

 

- ქართული ენის დამცველთა რაზმის დამადასტურებელი ორდენი;

- 50 ოქროს ბონუს ქულა, რომელიც მათ მოსწავლეთა ელექტორნულ დაფაზე დაერიცხებათ და საკუთარი რეიტინგის გაუმჯობესებასა და ოქროს მედლის მოპოვებაში დაეხმარებათ;

- გრამატიკის კურსი, რომელიც ონლაინს სასწავლო პლატფორმაშია განთავსებული და ორიენტირებულია მოსწავლემ კარგად შეითვისოს ქართული ენის გრამატიკა.

 

 

რაც ყველაზე მთავარია, ქართული ენის ოლიმპიადაზე მოსული ყველა კინგსელი, რომელიც ქართული ენის დამცველთა რაზმის სრულფასოვანი

წევრი გახდა, ოქროს ასოებით ჩაეწერა რაზმის სიაში, მწერლებთან (გურამ

დოჩანაშვილი, დათო ტურაშვილი, გიორგი კეკელიძე) ცნობილ ადამიანებთან და ათასობით მოსწავლესთან ერთად.

 

ქართული ენის ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები ხვალ, 8 მაისს გამოქვეყნდება.

ქართული ენის ოლიმპიადის ფინალური ტური კი 13 მაისს ჩატარდება.