პედაგოგებისთვის

ძვირფასო მასწავლებელო,

კინგსის გუნდმა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გადავწყვიტეთ, რომ კორონა ვირუსთან ბრძოლის კამპანია დაგვეწყო.

 გვჯერა, რომ მოსწავლეს, რომელ კლასშიც არ უდნა იყოს, უკვე გააზრებული გაქვს სოციალური პასუხისმგებლობა და მზადაა ისწავლოს მარტივი წესები, რომელთა კარგად ცოდნა და დაცვაც ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას.

გვინდა, გთხოვოთ რომ წაახალისოთ თქვენი მოსწავლეები, რათა შეისწავლონ ვირუსთან ბრძოლის წესები.

ტესტის წარმატებით გავლის შემდეგ, ყოველ მოსწავლეს შეეძლება მიიღოს სერტიფიკატი და გაუზიაროს ის მეგობრებს. ასევე მოუწოდოს მათ, რომ გაეცნონ ვირუსთან გამკლავების მარტივ წესებს.

როგორ დავწეროთ ტესტი? ეს ტესტები ყველა საგნის ოლიმპიადასთანაა ინტეგრირებული, რაც ნიშნავს, რომ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ავტომატურად ჩაირთვება 14 შეკითხვისგან შემდგარი ტესტი. ჩვენი ტესტები ოლიმპიადასთანაა ინტეგრირებული, რომ უფრო მარტვივად ხელმისაწვდომი იყოს მოსწავლეთათვის და წაახალისოს სოციალური პასუხისმგებლობა ყოველ კინგსელში.

ოლიმპიადის I ტური უფასოა, ტესტის დასაწერად მოსწავლე უნდა ეწვიოს პირად პროფილს ან დარეგისტრირდეს: www.kings.ge/register

გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვირუსის დამარცხებას.

კინგსი გისურვებთ ჯანმრთელობას!