27 მაისს, კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა.
ოლიმპიადა საქართველოს 33 ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა ათასობით მოსწავლემ მიიღო.
მათემატიკა არის საშუალება, რომლითაც სწავლობ სისტემურ ხედვას, ლოგიკურ აზროვნებას და რაც ყველაზე მთავარი სხვადასხვა გზების საშუალებით მიზნამდე მისვლას და ეს ყველაფერი არა მხოლოდ ციფრებში, ფიგურებსა და ფორმულებში, არამედ ცხოვრებაში გადგება.
კინგსის მათემატიკის ოლიმპიადა, მრავალი წლის განმავლობაში არ კარგავს პირველობასა და მასშტაბურობას, ეს კი კინგსელი მოსწავლეების მონდომებით, მათემატიკის მიმართ სიყვარულითა და ინტერესით აიხსნება.
კინგსელები, რომელებიც მათემატიკის ოლიმპიადაზე მოვიდნენ, საჩუქრად მედლის მოსაპოვებლად 50 ოქროს ქულა მიიღეს!
50 ოქროს ბონუს ქულა, კინგსელებს, მოსწავლეთა ელექტორნულ დაფაზე დაერიცხებათ, რაც რეიტინგის გაუმჯობესებასა და ოქროს მედლის მოპოვებაში დაეხმარებათ;
კინგსელობა ხომ უკვე ნიშნავს იმას, რომ წარმატება უბრალო სიტყვა არ არის, რომ მნიშვნელოვანია უფრო და უფრო დიდი ნაბიჯებით მიუახლოვდეთ მწვერვალს და მეტი ცოდნა, გამოცდილება შეიძინოთ. ოქროს მედალი კი შენი წარმატების აღიარების სიმბოლოა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე, არასდროს დაიკარგოს მოტივაცია და რწმენა იმისა, რომ მონდომების შემთხვევაში, ყველაფერია შესაძლებელი.
კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის ფინალური ტუსი საქართველოს 33 ქალაქში ერთდროულად, 3 ივნისს გაიმართება.
გისურვებთ წარმატებას!