კინგსის გაზაფხულის სეზონი 24 მარტს ინგლისური ენის ოლიმპიადით გაიხსნა. ოლიმპიადაში მონაწილეობა 22 100-მა სკოლის მოსწავლემ მიიღო.
ახალ სეზონზე კინგსის მთავარი მიზანი და ერთგვარი გამოწვევაა გააუმჯობესოს განათლ
საოლიმპიადე ტესტები დაყოფილი იყო 4 ძირითად კომპონენტად, რისი დახმარებითაც საშუალება მოგვეცა გაგვეანალიზებინა თუ რომელ კომპონენტში არიან უფრო ძლიერები ესათუის მოსწავლეები და რომელში შედარებით სუსტები.
გთავაზობთ ოლიმპიადაზე გამოყენებულ ტესტებს კლასების მიხედვით:
მე-2 კლასი
მე-3 კლასი
მე-4 კლასი
მე-5 კლასი
მე-6 კლასი
მე-7 კლასი
მე-8 კლასი
მე-9 კლასი
მე-10 კლასი
მე-11-12 კლასი
საოლიმპიადე შედეგების გაუმჯობესების მიზნით, შევქმენით ტესტების სტატისტიკური ანალიზი, სადაც განვსაზღვრეთ თითოეული საკითხის სისრთულის პროცენტულობა. რაც უფრო მაღალია პროცენტული მაჩვენებელი, მით უფრო მეტად გაუჭირდათ ოლიმპიადის მონაწილეებს მითითებული საკითხის დაძლევა.
იხილეთ ამოცანების სირთულის სტატისტიკა, თუ რამდენად რთული იყო მოსწავლეთათვის თითოეული სავარჯიშო და რამდენმა დაძლია ის წარმატებით:
ამოცანების სირთულის ანალიზი |
ტესტის სტატისტიკური ანალიზის გამოყენებით თითოეული მონაწილისთვის შეიქმნა მასზე ინდივიდუალურად მორგებული ონლაინ მოსამზადებელი მასალა, რომელიც დაეხმარება მათ ფინალურ ტურზე შედეგის გაუმჯობესებაში.
თუ ხარ ინგლისური ენის ოლიმპიადის მონაწილე, მაშინ ეწვიე შენს პირად პროფილს, შედეგების გვერდიდან დააწექი ღილაკს ,,მოსამზადებელი ტესტი" და მიიღე პერსონალური უკუკავშირი, რათა ფინალურ ტურზე მოხვიდე მომზადებული!
გისურვებთ წარმატებას!