ინგლისური ენის ოლიმპიადის შედეგები გაუმჯობესდა!

გილოცავთ!

2019 წლის გაზაფხულის სეზონის ინგლისური ენის ოლიმპიადაში წინა სეზონთან შედარებით შედეგები 10 დან 8 საკლასო კატეგორიაში გაუმჯობესდა!

მიმდინარე სეზონზე კინგსის ოლიმპიადების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა - სკოლის საოლიმპიადე შედეგების გაუმჯობესება მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ მხრივ, კინგსმა მნიშვნელოვანი სიახლე შემოგთავაზათ:

  • ინგლისური ენის ოლიმპიადის პირველ ტურზე მოსწავლეებმა დაწერეს კომპონენტებად დაყოფილი ტესტები;
  • შედეგების შესაბამისად, შედგა მოსწავლეზე მორგებული ონლაინ ტესტი, რომლითაც მოსწავლეს მიეცა შესაძლებლობა უკეთ ემუშავა საკუთარ, შედარებით სუსტ მხარეებზე.

ამ ყელაფერმა კი განაპირობა ის, რომ თითქმის ყველა საკლასო კატეგორიაში შედეგები გაუმჯობესდა!

იხილეთ დეტალური სტატისტიკა:

კლასი

2018 წლის შემოდგომა

(საშუალო ქულა)

2019 წლის გაზაფხული

(საშუალო ქულა)

2 61 58
3 52 67
4 53 60
5 59 55
6 46 64
7 50 52
8 44 55
9 46 60
10 36 69
11 44 54
12 51 67


 

**დეტალური ანალიზი და ინგლისური ენის ოლიმპიადაზე სკოლის მიღწეული შედეგი, გამოქვეყნდება სექტემბერში.

და რაც მთავარია, წინ კიდევ ქართული ენისა და მათემატიკის ოლიმპიადაა!

ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მივაღწიოთ სასურველ შედეგს ორივე საგანის ათივე საკლასო კატეგორიაში!

  • 19 მაისს ჩატარდება მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტური.  დარეგისტრირდი აქ: რეგისტრაცია