ფინანსური განათლება

ქვეყნის წარმატებული მომავლისთვის მოსახლეობის ფინანსური განათლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ფინანსური განათლება - ეს იმ აუცილებელი ფინანსური ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ეხმარება სწორად მართოს საკუთარი ფინანსები და მიიღოს სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები.


კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური განათლება დავიწყოთ სასკოლო ასაკიდან. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი საკითხები ეროვნულ სასწავლო გეგმაში უკვე ინტეგრირებულია და სწავლის პროცესის დაწყება მომდევნო სასწავლო წლიდან იგეგმება.


კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტურის ტესტებში ფინანსური განათლების საკითხები ბონუს დავალების სახით შეგხვდებათ.
იმისათვის, რომ ოლიმპიადაზე მოიპოვოთ ,,ბონუს ქულები“, თვალი ადევნეთ ჩვენს FB გვერდსა და WEB გვერდს, სადაც შემოგთავაზებთ ამოცანებს ფინანსური განათლების ელემენტებით.


ფინანსური განათლების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ვისწავლოთ, თუ როგორ მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები. ამიტომაც, სწორედ არჩევანის გაკეთებაზე მსჯელობით ვიწყებთ ფინანსურ განათლებას ქართველ მოსწავლეებთან ერთად.


გთავაზობთ ფინანსური განათლების ამოცანას:

წიგნის მაღაზიაში, თქვენს სახლთან ახლოს იყიდება წიგნი, რომელიც ყოველთვის გინდოდათ. ის 23 ლარი ღირს. ამავე წიგნის ონლაინ-მაღაზიაში შეკვეთა 17 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო საკურიერო მომსახურება თქვენი ქალაქის მასშტაბით 3 ლარი ღირს. რომელი გადაწყვეტილებაა უფრო გონივრული:
1)    ვიყიდოთ წიგნი ჩვენს სახლთან ახლოს მაღაზიაში
2)    ვიყიდოთ წიგნი ონლაინ მაღაზიაში

დარეგისტრირდი მათემატიკის ოლიმპიადაზე და მიიღე ფინანსური განათლება: რეგისტრაცია

 

#საქართველოს_ეროვნული_ბანკი

#Savings_Banks_Foundation_for_International_Cooperation_(SBFIC)

#ფინანსური_განათლება