კინგსელებმა ეს შეძლეს!

 

ერთიანი ძალისხმევით ჩვენ ეს შევძელით!

2019 წლის გაზაფხულის სეზონზე ინგლისურ ენასა და ქართულ ენაში, საოლიმპიადე შედეგები მასშტაბურად გაუმჯობესდა!

ინგლისურ ენაში 10 საკლასო კატეგორიიდან, საშუალო ქულის გაუმჯობესება 8 კატეგორიაში დაფიქსირდა

იხილეთ დეტალური სტატისტიკა:

კლასი

2018 წლის შემოდგომა

(საშუალო ქულა)

2019 წლის გაზაფხული

(საშუალო ქულა)

2 61 58
3 52 67
4 53 60
5 59 55
6 46 64
7 50 52
8 44 55
9 46 60
10 36 69
11 44 54

 

 ხოლო ქართულ ენაში 10 საკლასო კატეგორიიდან შედეგები გაუმჯობესდა 9 კატეგორიაში

იხილეთ დეტალური სტატისტიკა:

ლასი

2018 წლის შემოდგომა

(საშუალო ქულა)

2019 წლის გაზაფხული

(საშუალო ქულა)

2 60 77
3 57 84
4 61 79
5 50 76
6 59 75
7 58 67
8 49 46
9 56 61
10 53 68
11 50 64

 

წარმატებული  მოსწავლე ნიშნავს წარმატებულ მასწავლებელს, ორივე ერთად კი წარმატებულ სკოლას.

ეს არის კინგსის ძირითადი მიდგომა 2019 წლის გაზაფხულის სეზონზე.სწორედ ამიტომ ახალ სეზონზე კინგსმა  თითოეულ მოსწავლეს შესთავაზა მნიშნელოვანი სიახლეები;

  • პირველ ტურზე მოსწავლემ დაწერა კომპონენტებად დაყოფილი ტესტები
  • მისი შედეგებიდან  გამომდინარე, შედგა ინდივიდუალური, მოსწავლეზე მორგებული ონლაინ ტესტი, იმ კატეგორიებიდან, რომლებშიც საჭირო გახდა მოსწავლისთვის დამატებითი ცოდნის მიღება.
  • ფინალური ტურის შემდეგ კი მოსწავლემ მიიღო ინდივიდუალური რეკომენდაციები და ახსნა-განმარტებები, ამოცანების ამოხსნის პრინციპის უკეთესად გასაგებად და წარმატებისკენ შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად!


სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ ინგლისურ ენასა და ქართულ ენაში საგრძნობლად გაუმჯობესდა შედეგები!

კინგსი მადლობას უხდის ყველა იმ პედაგოგს, რომელებიც კინგსთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული  ბავშვის ცოდნის განვითარებაში.

ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა! ყველაზე მასშტაბური- მათემატიკის ოლიმპიადა 19 მაისს ტარდება და ჩვენ გვჯერა, რომ ოლიმპიადაში კინგსელები ათივე საკლასო კატეგორიაში გააუმჯობესებენ შედეგებს!

 

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის I ტური უფასოა! - რეგისტრაცია

მოსამზადებელი ტესტები 2 ნაწილადაა გაყოფილი და მისი ნახვა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე: www.kings.ge/news/935