კინგსელებო, მათემატიკის ოლიმპიადის ჩატარებამდე დარჩა მხოლოდ 2 დღე!
ჩვენ ვაგრძელებთ მომზადებას 19 მაისისთვის.
შეგახსენებთ, კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტურის ტესტებში ფინანსური განათლების საკითხები ბონუს დავალების სახით შეგხვდებათ.
იმისათვის, რომ ოლიმპიადაზე მოიპოვოთ ,,ბონუს ქულები“, თვალი ადევნეთ ჩვენს FB გვერდსა და WEB გვერდს, სადაც შემოგთავაზებთ ამოცანებს ფინანსური განათლების ელემენტებით.
ფინანსური განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია დაზოგვა და დანაზოგი. დაზოგვა არის პროცესი, რომლის დროსაც შემოსავლიდან გარკვეულ თანხას მომავლისთვის, სხვადასხვა მიზნების მისაღწევად ვინახავთ.
წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ამოცანა და დააფიქსირეთ თქვენი პასუხი.
ბესო სპორტდარბაზში სავარჯიშოდ ყოველდღე დადის. ის სახლიდან დარბაზამდე და დარბაზიდან სახლამდე ტრანსპორტით მგზავრობს. ბესოს ერთი მგზავრობა 80 თეთრი ღირს. რა იქნება მისი დანაზოგი ერთ კვირაში, თუ ის მეტროთი იმგზავრებს და ერთ მგზავრობაში 50 თეთრს გადაიხდის?
1) 210 თეთრი
2) 420 თეთრი
3) 360 თეთრი
საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia
#Savings_Banks_Foundation_for_International_Cooperation(SBFIC)
#ფინანსური_განათლება.