გაზაფხულის სეზონის შეჯამება

2019 წლის შემოდგმომის სეზონს, ‘კინგსი’ განსაკუთრებული შემართებით ხვდება!

კინგსელების დახმარებით, ჩვენ შევძელით ოლიმპიადის შედეგების წარმოუდგენელი გაუმჯობესება და გვჯერა, რომ ეს ყველაფერი, მხოლოდ დასაწყისია.

კერძოდ, გასულ სეზონებთან შედარებით, საოლიმპიადე შედეგების საშუალო ქულა, 13%-დან 16%-მდე გაიზარდა:

ინგლისური ენის ოლიმპიადაზე, 10 ასაკობრივი კატეგორიიდან (კლასიდან) შედეგები გაუმჯობესდა 8 კლასში, ქართულში - 9 კატგორიის (კლასის) შედეგების გაუმჯობესება შევძელით, ხოლო მათემატიკაში 10!

კინგსის ადმინისტრაცია, დიდ მადლობას უხდის ჩვენი დიდი ოჯახის ყველა წევრს. დროა, ერთიანი ძალისხმევით, ჩვენს სამშობლოში, განათლების დონე, სრულიად ახალ საფეხურზე ავიყვანოთ!

თითოეულ კინგსელს დიდ წარმატებას ვუსურვებთ მომავალ ოლიმპიადებზე!