პრიზებით დატვირთული გაზაფხულის სეზონი

კინგსი’ ყველანაირად ცდილობს ოლიმპიადების წარმატებული მონაწილეების წახალისებას, რათა მათი შრომა, დაფასებული იყოს.

2019 წლის გაზაფხულის სეზონზე, 30 000-მდე ფინალისტმა მიიღო სხვადასხვა საჩუქარი ჩვენგან და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისგან, 90 გამარჯვებული ფინალისტი დასაჩუქრდა განსაკუთრებული პრიზებითა და საგზურით, კინგსის ‘რჩეულთა ბანაკში’.

ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ისაა, რომ ოლიმპიადების 23 გამარჯვებულ მონაწილეს, გადაეცა 1 წლიანი სტიპენდია,  რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლის მოსწავლეებს, უკვე მეორე კლასშიც კი, შესაძლებლობა მიეცათ აეღოთ პირველი ჰონორარი, მათი ნიჭიერებისა და შრომისთვის!

კინგსის ადმინისტრაცია მადლობას უხდის კინგსელებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს.

გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით, ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია!

გახსოვდეთ, რომ ‘კინგსელობა’ - პრივილეგიაა!

უამრავ წარმატებას გისურვებთ!