გვჯერა, რომ ყველას
გსურთ, თქვენმა შვილმა წიგნები იკითხოს, იყოს მიდრეკილი ინტელექტის გაღრმავებისკენ და პრიორიტეტად მიაჩნდეს განათლება. ამასთანავე, ხშირად, ეს დიდი
პრობლემაა, რადგან ბავშვებს ყურადღება
არაერთ სხვა აქტივობაზე გადააქვთ, მით
უფრო თანამედროვე დროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი მეფობს.
‘კინგსმა’ გადაწყვიტა მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური
- ვებინარების მიმართულება საქართველოში დანერგოს და პირველი პროექტით სწორედ თქვენ,
მშობლებს დაგეხმაროთ!
ვებინარი არის ინტერნეტ სივრცეში ჩატარებული ლექცია/სემინარი,
რომლის დროსაც ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია ინტერაქცია, კითხვების დასმა და, რა თქმა
უნდა, გამომსვლელისგან პასუხის მიღება.
პირველი ინტერნეტ სემინარის ფარგლებში, ყველასთვის საყვარელი
პროფესიონალი, ‘წიგნების თაროს’ წამყვანი,
ბატონი ალექსანდრე ლორთქიფანიძე ესაუბრება და გაუზიარებს თავის ცოდნას მონაწილეებს
თემაზე „როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა?“
ვებინარი ორი ნაწილისგან იქნება შემდგარი - სპიკერის
მონოლოგი და კითხვა-პასუხის რეჟიმი, რომლის საერთო ხანგრძლივობაც ჯამში 1 საათი და
40 იქნება.
სემინარის ფარგლებში, ბატონი ალექსანდრე მშობლებს სხვადასხვა ტექნიკას გაუზიარებს, თუ როგორ შეიძლება დავაინტერესოთ
ბავშვები წიგნებით, დავაწყებინოთ და შევაყვაროთ მათ კითხვა. მარტივი თუ რთული მაგალითების
გათვალისწინებით, როგორ მოხერხდეს ეს ყოველივე ძალდაუტანებლად, ბუნებრივად და ხანგრძლივი
ეფექტურობით.
ვებინარი 7 დეკემბერს, შაბათს, 15:00 საათზე გაიმართება
და მისი ფასი, მხოლოდ და მხოლოდ 10 ლარი იქნება.
ვებინარში მონაწილეობის მსურველბმა უნდა შეავსონ აპლიკაცია და ჩვენი წარმომადგენლები მათ თავად
დაუკავშირდებიან