ინტელექტი

როგორც იცით, ‘კინგსი’ ოლიმპიადებს 3 საგანში - ქართულ & ინგლისურ ენებსა და მათემატიკაში ატარებს, მაგრამ დროა, სხვა შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებსაც მივცეთ შანსი!

‘კინგსი’ მუდმივად ზრუნავს ჩვენი საგანმანათლებლო პროექტების მონაწილეთა განვითარებაზე.

2019 წლის შემოდგომის სეზონიდან, ჩვენ ვამატებთ კიდევ ერთ ოლიმპიადას - ‘ინტელექტს’, რომელიც მთლიანად მოსწავლის გონებრივ შესაძლებლობებზე იქნება დაყრდნობილი და არ მოითხოვს არც ერთი საგნის ზედმიწევნით ცოდნას!

ინტელექტიარ ამოწმებს მოსწვლის ცოდნას, არამედ იმას, თუ როგორ აზროვნებ, რამდენად მიხვედრილი და საზრიანიმონაწილე, ის გონებრივი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენისკენაა მიმართული.

აღმოაჩინე წარმოუდგნელად დიდი შესაძლებლობები - გამოავლინე თქვენი ინტელექტი!

ახალი საგნის კითხვები მოსწავლეებს ოლიმპიადების პირველ ტურებზე დახვდებათ და მათზე  მუშაობა, ძირითადი კითხვების დასრულების შემდეგ შეეძლებათ - პასუხის გაცემით, შანსი ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ინტელექტის გრანდიოზულ ფინალში, რომელიც 22 დეკემბერს გაიმართება.

ინტელექტის ტესტის შედეგები კი ოლიმპიადის ძირითადი საგნის შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება.

დააგროვე 4 ქულა ან მეტი და მოიპოვე სეზონის მთავარ ინტელექტუალურ მოვლენაში მონაწილეობის უფლება.

ჩვენი სლოგანი ხომ ისაა, რომ წარმატება გვაერთიანებს, ‘კინგსი’ ყველა ახალგაზრდას უწყობდა, უწყობს და მომავალშიც შეუწყობს ხელს, მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე განვითარებაში!