რას ნიშნავს და რით გამოირჩევა ‘კინგსის’ ინგლისური ენის ვერიფიცირებული ოლიმპიადა, სხვა ნებისმიერი ინგლისური ენის ოლიმპიადისა თუ გამოცდისგან?
ჩვენ, ოლიმპიადის მონაწილეებისთვის შევეცადეთ და მივაღწიეთ მიზანს - მიგვეცა დიპლომი, რომელიც მათ მომავალში მუდმივად გამოადგებოდათ, დაადასტურებდა მათი ცოდნის დონეს და იქნებოდა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული!
დიახ! ‘კინგსის’ ინგლისური ენის ოლიმპიადის დიპლომი, ამიერიდან აკრედიტირებული იქნება ამერიკული ორგანიზაცია „SuperGenia„ -ს მიერ!
Supergenia არის პლატფორმა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის - ამერიკული კომპანია, რომელიც მდებარეობს კალიფორნიის შტატში. კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენასა და მათი ნიჭის განვითარებას, მსოფლიოს მასშტაბით. თითოეულ კინგსელს, რომელიც ვერიფიცირებულ დიპლომის მიიღებს, ექნება შანსი გახდეს SuperGenia-ს მსოფლიო პლატფორმის წევრი. პლატფორმის წევრებს კი, მრავალი სურპრიზი ელით!
ასევე, შეიცვალა და გაუმჯობესდა შედეგების გამოვლენის პრინციპი - ახალი სეზონიდან, მონაწილეების დიპლომებზე, მათი საკლასო კატეგორიებიდან გამომდინარე იქნება ასახული მათი ცოდნის საერთაშორისო დამადასტურებელი დონე - A1, A2, B1, B2 ან C1 !!!
აღნიშნული ცვლილება მოსწავლეებს დაეხმარებათ გაიგონ, თავიანთი კლასიდან გამომდინარე, რა არის მათი ცოდნის დონე, მუდმივად დახვეწონ და გაიუმჯობესონ შედეგები , ექნებათ შანსი იყვნენ SuperGenia-ს ყველაზე მასშტაბური პლატფორმის წევრები და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მიიღონ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ვერიფიცირებული, ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი, პრესტიჟული დიპლომი, რომელსაც უამრავი მიზნის მისაღწევად გამოიყენებენ!