ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო!

ძვირფასო კინგსელო, ოლიმპიადის გაზაფხულის სეზონზე რეგისტრაცია გაიხსნა!

რეგისტრაცია 

ან გაეცანი სტატიას, რომ გაიგო რა სიახლეები გელის ოლიმპიადის ამ სეზონზე.

დანახული პრობლემა

დისტანციურმა სწავლებამ
მთელ მსოფლიოში გამოიწვია ზოგადი განათლების დონის დაწევა, რადგან არც ერთი ქვეყნის განათლების სისტემა არ აღმოჩნდა მზად, რომ სრულფასოვნად ჩაენაცვლებინა ტექნოლოგიების მეშვეობით ფიზიკურ სივრცეში სწავლის უპირატესობანი.

ვინაიდან კინგსი არის ერთერთი წამყვანი კომპანია განათლების სფეროში, რომელიც მოღვაწეობს საქართველოსა და ლიუტუვაში,
ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, გამოეკვლია გამოიკვლია თუ როგორ შეიცვალა ცოდნის დონე 2018 წლიდან დღემდე, ორივე ქვეყანაში.

ჩვენი მიდგომა

დანახული პრობლემების სიღრმისეულად შესასწავლად, გადავწყვიტეთ, საქართველოსა და ლიეტუვაში ჩაგვეტარებინა გამოკითხვა მოსწავლეებისათვის, მშობლებისათვის და მასწავლებლებისთვის.  

ჩვენმა  კვლევამ
3 ძირითადი მიმართულება გამოკვეთა:

·         მოტივაციის დეფიციტი;

·         კონცენტრირების პრობლემა;

·         ინდივიდუალური მუშაობისთვის არასაკმარისი დრო;

პრობლემის გადაჭრის გზა

კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე, კინგსი გამოდის ინიციატივით, 2021 წელს გაიზიაროს სოციალური პასუხისმგებლობა და დაიწყოს კამპანია ერთად გავაუმჯობესოთ ცოდნის დონე საქართველოსა და ლიეტუვაში

ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას ქართველ და ლიეტუველ ოლიმპიადის მონაწილეებს დარეგისტრირდნენ ოლიმპიადების 1-ელ უფასო ტურზე და ამით გამოხატონ ჩართულობა ამ კამპანიაში.

როგორ ვაგვარებთ სამ ძირითად პრობლემას?

1 - მოტივაციის ასამაღლებლად ყოველ მოსწავლეს, რომელიც ჩაერთვება კამპანიაში და მიიღებს მონაწილეობას კინგსის ოლიმპიადის პირველ, უფასო ტურში, გადაეცემა სერთიფიკატიმე ჩავერთე ცოდნის დონის გაუმჯობესებაში“, რომელიც შეუძლია გადააზიაროს  ფეისბუქზე, 1-ლი ტურის დაწერის შემდეგ.

 ამასთანავე,
მნიშვნელოვანია, რომ ყოველი მოსწავლე, ვინც მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადის მე-2 ტურში, დაჯილდოვდება საერთაშორისო დიპლომით, რომელიც იქნება საქართველოსა და ლიეტუვას მიერ ერთობლივად გაცემული. 

წელს კინგსი მეტად მიაქცევს ყურადღებას მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და, სასწავლო კურსებთან ერთად, გასცემს მრავალ პრიზს, მათ შორის ერთწლიან სტიპენდიებს, გამარჯვებული მონაწილეებისათვის. 

2- კონცენტრაციის პრობლემის მოსაგვარებლად ვთვლით, რომ საოლიმპიადო პროცესი ყველაზე კარგი გადაწყვეტაა, რამდენადაც თითოეული მონაწილე იძენს დამატებით ცოდნასა და გამოცდილებას, როგორ უნდა გაუმკლავდეს საგამოცდო პროცესს. 

3      - მეტი ინდივიდუალური მიდგომისთვის:

·         ყოველი მოსწავლე, ვინც მიიღებს 1-ელ ტურში მონაწილეობას დაჯილდოვდება 2 კვირიანი ოლიმპიადის მოსამზადებელი კურსით, ინდივიდუალურად/სპეციალურად მისთვის 1-ელ ტურში დაშვებული შეცდომების მიხედვით.

·         ყოველ მოსწავლეს, ვინც მიიღებს მონაწილეობას მეორე ტურში, გადაეცემა 2 თვიანი ონლაინ პროგრამა, რომელიც შექმნილია ინდივიდუალურად მისთვის , ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ტესტებში დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით. რომ განიმტკიცოს ცოდნა სწორედ იმ საკითხებში, რომლებშიც დაუშვა შეცდომები.

გვჯერა, ამგვარი მიდგომებით, თქვენთან ერთად,  შევძლებთ გავაუმჯობესოთ საქართველოსა და ლიეტუვაში ცოდნის დონე, გავუზარდოთ მოსწავლეს საკითხზე კონცენტრირების უნარი საოლიმპიადო პროცესის მეშვეობით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დავუბრუნოთ მოსწავლეებს სწავლის მოტივაცია.

რეგისტრაცია