ხარ პედაგოგი? გაეცანი სტატიას

ძვირფასო მასწავლებელო,

გვიხარია, რომ ამ სტატიას კითხულობთ და უფრო მეტად გვახარებს, რომ ყოველთვის ზრუნავთ თქვენი მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლებაზე.

დისტანციური სწავლება ყველასათვის დიდი გამოწვევა აღმოჩნდა.

ზედაპირულად დანახული პრობლემების სიღრმისეულად შესასწავლად, გადავწყვიტეთ, საქართველოსა და ლიეტუვაში ჩაგვეტარებინა გამოკითხვა მოსწავლეებისათვის, პედაგოგებისა და მშობლებისათვის.

ჩვენმა კვლევამ 3 ძირითადი მიმართულება გამოკვეთა:

·         მოტივაციის დეფიციტი;

·         კონცენტრირების პრობლემა;

·         ინდივიდუალური მუშაობისთვის არასაკმარისი დრო;

 

ვიცით, რაოდენ ზრუნავთ ამ პრობლემების მოგვარებაზე ყოველდღიურად.

გვსურს, მხარში დაგიდგეთ და ჩვენი მხრივ, მოგაწოდოთ მზა ამოცანები და საკითხები, რათა მცირედით მაინც დავზოგოთ თქვენი დრო და მოგცეთ საშუალება, ამ სახალისო დავალებებით აუმაღლოთ მოსწავლეებს სწავლის მოტივაცია.

ეს საკითხები დაეხმარება მოსწავლეებს, გაიმეორონ განვლილი მასალა და მოემზადონ ახალი საოლიმპიადე სეზონისათვის.

ამოცანების მისაღებად შეავსეთ ფორმა: დააწკაპუნეთ აქ

იცოდით რომ კინგსის ოლიმპიადების გაზაფხულის სეზონზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო?

სიახლის გასაგებად გაეცანით სტატიას: სტატიის ნახვა

ამ სეზონზე, პედაგოგებს, რომელთა მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთვებიან საოლიმპიადო პროცესში და კარგად წარმოაჩენენ თავს, ასევე გადავცემთ საქართველოსა და ლიეტუვას მიერ შექმნილ საერთაშორისო მადლიერების დიპლომს, მასზედ, რომ დისტანციურად სწავლის მიუხედავად შეძლო ეზრუნა მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებაზე.
 
მოამზადეთ მოსწავლეები საოლიმპიადედ. ერთად გავზარდოთ უფრო განათლებული თაობა!


ამოცანების მისაღებად შეავსეთ ფორმა: დააწკაპუნეთ აქ