ფინალური ტური და პრიზები

  • ძვირფასო კინგსელებო,

    მოგეხსენებათ,
     29 მარტს ფინალური ტურია და თქვენგან არაერთი შეკითხვა მივიღეთ, როგორც ფინალის ფორმატის, ასევე, პრიზების შესახებ.

    წელს ოლიმპიადაზე მრავალი სასიხარულო სიახლეა, განსაკუთრებით,
     განათლების დონის ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.

    ჩვენი პრიზები წელს შემდეგია:

    მათემატიკა, ქართული ენა, ინგლისური ენა:  I ადგილი ფინალურ ტურზე:

    II-V კლასები (I ადგილი): 1 წლიანი ფულადი სტიპენდია თვეში 100 ლარის ოდენობით, რომელსაც გვჯერა, რომ ყოველი პირველადგილოსანი, მშობელთა რჩევით, საკუთარ პიროვნულ განვითარებას მოახმარს.


    VI-IX კლასები (I ადგილი) : ELITE ბარათი, შემდეგი საოლიმპიადე წლისათვის, რომელშიც შევა: 

    🔵 მთელი 2021 წლის განმავლობაში მონაწილეობა კინგსის ყველა ოლიმპიადაში (ქართულ ენაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, ისტორიასა და ბუნებაში ორივე, გაზაფხულისა და შემოდგომის, სეზონზე).

    🔵 კინგსის ლიგის ორივე სეზონი 3 ძირითად საგანში (ქართულ ენაში, ინგლისურ ენასა და მათემატიკაში);

    🔵 ელ. დაფა ორივე სეზონზე 3-ივე ძირითად საგანში;

    🔵 კინგსის ახალი პროექტი „რეგიონალური ჩემპიონატი“, 3 ძირითად საგანში;

    🔵 საერთაშორისო ჩემპიონატ 2 საგანში;

    🔵  ლუპის 240 ლარიანი პრემიუმ პაკეტი;

    X-XII კლასები (I ადგილი) : ციფრული მარკეტინგის, რაც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი პროფესიაა დღევანდელობაში, სრული კურსი სრულიად უფასოდ კინგსის აკადემიაში;

    მათემატიკა, ქართული ენა, ინგლისური ენა: II - III ადგილები ფინალურ ტურზე

    II-XII კლასები
    (II - III ადგილი) 

     ლუპის 240 ლარიანი პრემიუმ პაკეტი: 

    სავარჯიშოები სამ საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, მათემატიკა)

    🔵 შედეგების ანალიტიკა

    🔵 პერსონალური რეკომენდაციები

    🔵 ფინანსური განათლების ტესტები

    🔵 შემეცნებითი ტესტები

    🔵 ლიტერატურული ტესტები



    * მოგეხსენებათ, "ლუპის" ჭკვიან პლატფორმაზე ამჟამად II-IX კლასების კურსებია ჩვენი მეგობარი "ლუპი" სპეციალურად X-XII კლასელ კინგსელთათვის მუშაობს ახალ კურსებზე, რომლებიც გამარჯვებული კინგსელებისათვის ჩაეშვება და ჩვენი II-III ადგილოსნები მათ საზეიმოდ გახსნიან, რაც ძალიან გვეამაყება.

    წელს პირველად:

    ELITE
    ბარათით დაჯილდოვდებიან ინტელექტის, ისტორიისა და ბუნების ყველა საკლასკო კატეგორიის(II-IX დიაპაზონში) I ადგილოსანი მოსწავლეები.

    X-XII
    კლასის ისტორიის პირველადგილოსანი მოსწავლეები დაჯილდოვდებიან „ლუპის“ პრემიუმ პაკეტით.

    ლუპის 240 ლარიანი პრემიუმ პაკეტით დაჯილდოვდებიან ინტელექტის, ისტორიისა და ბუნების ყველა საკლასკო კატეგორიის II-III ადგილოსანი მოსწავლეებიც.

    გარანტირებულირიზები:

    ამას გარდა, ყველა ფინალისტი მიიღებს საერთაშორისო დიპლომს ან სერტიფიკატს, რომელიც სკოლაში საზეიმოდ გადაეცემა და "ლუპის" 2 თვიან მოსამზადებელ კურსს სასურველ საგანში.

    როგორც ხედავთ, წელს ყველაზე დიდი აქცენტი საგანმანათლებლო საჩუქრებზე გვაქვს გაკეთებული, რადგან განათლების დონის კლება ყველაზე დიდი გამოწვევაა, რის წინაშეც ვდგავართ და გვსურს, სწორედ ამ მიმართულებით წარვმართოთ ჩვენი რესურსი და ჩვენი "ცოდნის დონის ამაღლების კამპანია" ლოგიკურად დავაგვირგვინოთ. გვჯერა, თითოეული ფინალისტი კინგსელი, არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად იაზრებს რაოდენ მნიშვნელოვანია ამ კუთხით, საკუთარ თავზე მუშაობა და სხვათა განვითარება მათ გარშემო, რომ ერთად შევქმნათ ისეთი გარემო, რომელშიც გაგვიხარდება ცხოვრება.


    თითოეულ ფინალისტ კინგსელს გისურვებთ წარმატებას ფინალურ ტურზე!

    გვიხარია, რომ სამაგალითონი ხართ.

    სიყვარულით კინგსის გუნდი

    ფინალური ტურის საფასურის გადასახდელად ეწვიეთ: დამაწკაპუნე