სასარგებლო და სახალისო ერთად? 🤔
საინტერესოც? სათავგადასავლოც? 😳
ბანაკი? რჩეულთა ბანაკიი?😮
დიახ, 22 ივნისიდან კინგსში რჩეულთა ბანაკი ბრუნდებაააა 🤗🥳 შეავსეთ ანკეტა
👉 ბანაკის პროგრამის სანახავად: დააჭირეთ აქ
თუ ხარ მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლე, თუ გაქვს დიპლომი, მედალი მონაწილეობას იღებ რეგიონულ ჩემპიონატში ან სხვა რომელიმე არასაგანმანათლებლო აქტივობაში გაგახარებს ამბავი, რომ შეგიძლია მოხვდე რჩეულთა შორის და კინგსის გუნდთან ერთად დაუვიწყარი 5 დღე გაატარო ბაკურიანში 🤩🤙 ჯერ არ ხარ კინგსელი, მაგრამ გაქვს დიდი მოტივაცია და წარმატების მიღწევის წყურვილი? რა თქმა უნდა, სიხარულით მიგიღებთ ჩვენს დიდ ოჯახში, რადგან წარმატება გვაერთიანებს!
ახლა კი პროგრამის მიზნებზე მოგიყვები:
ბანაკი ეხმარება ბავშვებს:
🔵 უნიკალური ინტერესების ჩამოყალიბებაში
🔵 გონებრივ სტიმულაციასა და ფიზიკურ აქტივობების განვითარებაში
🔵 ლიდერული უანრების ჩამოყალიბებაში
🔵 აძლიერებს დამოუკიდებლობის გრძნობას და შესაძლებლობებს
🔵 ამყარებს თავდაჯერებულობას
🔵 იწვევს შემოქმედებითობის უნარისა და თავისუფლების გრძნობის აღქმის გაუმჯობესებას
🔵 და რა თქმა უნდა, ბანაკი არის სახალისო და გასართობი
🔵 და რა თქმა უნდა, ბანაკში უამრავ მოგონებას დააგროვებთ, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ
როგორიც არ უნდა იყოს მოსწავლის ინტერესები, ბანაკი ეხმარება ბავშვებს მნიშვნელოვანი სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარების განვითარებაში. ✅
პროგრამის ფარგლებში ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ჯგუფურ აქტივობაში, სადაც ისწავლიან გუნდში მუშაობას, სხვა ბავშვებთან კომუნიკაციას და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის გზებს ✅
რა თქმა უნდა, ბავშვები სოციალურ უნარებს სკოლაშიც სწავლობენ. თუმცა, ბანაკი ბავშვებს აერთიანებს ისეთ გარემოში, რომელიც ხელს უწყობს სოციალიზაციის უფრო მეტ გრძნობას და ინდივიდუალური განსხვავებების დაფასებას, მაშინ როცა სკოლა ძირითადად აკადემიურ მიღწევებზეა ორიენტირებული, განსაკუთრებით უკანასკნელი 2 წელი.
დაუსრულებლად შეიძლება ვისაუბროთ საბავშვო ბანაკის დადებით მხარეებზე, მაგრამ ფაქტი ერთია, თქვენი შვილი დაბრუნდება ბანაკიდან არა მხოლოდ უფრო დიდი დამოუკიდებლობისა და იდენტობის უფრო ძლიერი გრძნობით, არამედ მას განუვითარდება ახალი უნარები, შეიძენს ახალ მეგობრებს და შექმნის მოგონებებს, რომლებიც სამუდამოდ დარჩება 🧚
და რა არის შემდეგი საფეხური?
რა თქმა უნდა, ანკეტის შევსება და თავით გადაშვება ახალ თავგადასავალში 🧜🧜
👉 სასტუმრო: ბაკურიანი რეზორტი